საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეუდარებელი მამა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 იანვარი
    • ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“»a (მათე 3:16, 17). იეჰოვას ეს თბილი სიტყვები ბევრ რამეს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორი მამაა ის. ყურადღება მიაქციეთ სამ რამეს, რაც იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს.

      პირველი — „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“, ამ სიტყვებით იეჰოვამ ფაქტობრივად თქვა: „მე ვამაყობ, რომ მამაშენი ვარ“. გამჭრიახი მამა აკმაყოფილებს შვილის მოთხოვნილებას — აღიარებს მას და ყურადღებას არ აკლებს. ბავშვებს სჭირდებათ მშობლებისგან იმაში დარწმუნება, რომ მშობლის გულში მათ თავიანთი ადგილი აქვთ. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა იესოსთვის (მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ზრდასრული იყო) მამისგან ასეთი აღიარება.

      მეორე — როდესაც თავისი ძე „საყვარელ ძედ“ მოიხსენია, იეჰოვამ ყველას წინაშე გამოხატა იესოსადმი სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ შვილს უთხრა, მე შენ მიყვარხარო. კარგი მამა თავის შვილებს ეუბნება, რომ ძალიან უყვარს ისინი. მთელი გულით ნათქვამი მსგავსი სიტყვები ბავშვის ნორმალურად განვითარებას უწყობს ხელს. როგორ გაუთბობდა იესოს გულს მამისგან სიყვარულის გამომხატველი სიტყვების მოსმენა!

  • შეუდარებელი მამა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 იანვარი
    • a პარალელურ მუხლში, ლუკას სახარებაში, იეჰოვა იყენებს პირის ნაცვალსახელს „შენ“. იქ ვკითხულობთ: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“ (ლუკა 3:22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება