საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას მრავალი ძე მიჰყავს დიდებამდე
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 თებერვალი
    • 4. როდის და როგორ იშვა იესო ღვთის სულიერ ძედ?

      4 იეჰოვამ თავისი წმინდა სულით ანუ მოქმედი ძალით იესო ქრისტე სულიერ ძედ შვა, რათა იგი ზეციერ დიდებამდე მიეყვანა. იესო ღვთის ნების შესასრულებლად თავისი მზადყოფნის სიმბოლოდ იოანე ნათლისმცემლის მიერ წყალში სრული ჩაძირვით მოინათლა. ლუკას სახარება გვაუწყებს: «როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (ლუკა 3:21, 22). იოანემ იხილა იესოზე გარდმომავალი წმინდა სული და გაიგონა იეჰოვას ხმა, რითაც ცხადი გახდა, რომ მან მოიწონა იგი, როგორც საყვარელი ძე. იმ დროს იეჰოვამ სულიწმიდის საშუალებით, ‘დიდებამდე მოყვანილ მრავალ ძეთაგან’ პირველად, იესო შვა სულიერ ძედ.

  • იეჰოვას მრავალი ძე მიჰყავს დიდებამდე
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 თებერვალი
    • 7 იესო დაბადებიდანვე ღვთის ძედ იწოდებოდა, ისევე როგოც სრულყოფილი ადამი იყო ძე „ღვთისა“ (ლუკა 1:35; 3:38). თუმცა აღსანიშნავია, რომ იესოს მონათვლისას იეჰოვამ განაცხადა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მარკოზი 1:11). ამ განაცხადითა და მასზე სულიწმიდის გადასვლით ნათელი გახდა, რომ იეჰოვამ იესო სულიერ ძედ შვა. ფიგურალურად, იესო მაშინ ‘ხელახლა იშვა’ და ზეცაში ღვთის სულიერ ძედ კვლავ ცხოვრების ნება მიიღო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება