საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • როცა იესო პილატესთან მიჰყავთ, ეს უკანასკნელი უფროს მღვდლებს, იუდეველთა მმართველებს და ხალხს უხმობს და ამბობს: „თქვენ წინაშე დავკითხე იგი და ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი. ვერც ჰეროდემ დაინახა, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავათავისუფლებ“ (ლუკა 23:14—16).

      პილატეს ძალიან უნდა, გაათავისუფლოს იესო, რადგან ხვდება, რომ მღვდლებს შური ამოძრავებთ და ამიტომ გადასცეს იგი მას. ამ დროს პილატე ისეთ რამეს იგებს, რაც კიდევ უფრო უძლიერებს იესოს გათავისუფლების სურვილს. ის სასამართლო ტახტზე ზის, როცა თავისი ცოლის სიტყვებს გადასცემენ: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში [როგორც ჩანს, ეს სიზმარი ღვთისგან იყო] ბევრი ვიტანჯე მის გამო“ (მათე 27:19).

      პილატეს ესმის, რომ უნდა გაათავისუფლოს ეს უდანაშაულო კაცი, მაგრამ შეძლებს კი ამას?!

  • პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • პილატე ისევ გადის სასახლესთან შეკრებილ ხალხთან. როგორც ჩანს, ამ დროს იესოც მის გვერდითაა. ის უფროს მღვდლებს და მათთან მყოფ ხალხს ეუბნება: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“.

  • „აი კაცი!“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილ ბრბოს პილატემ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი. ვერც ჰეროდემ დაინახა“ (ლუკა 23:14, 15). ახლა პილატე სხვა გზებს ეძებს იესოს გასათავისუფლებლად და ხალხს ეუბნება: „ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ. გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ (იოანე 18:39).

      პილატემ იცის, რომ ახლა პატიმრობაში ერთი ყაჩაღი, მეამბოხე და მკვლელი იმყოფება, რომელსაც ბარაბა ჰქვია, ამიტომ ეკითხება ხალხს: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ეგრეთ წოდებული ქრისტე?“. უფროსი მღვდლებისგან წაქეზებული ხალხი ბარაბას გათავისუფლებას ითხოვს. პილატე კვლავ ეკითხება: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“. ხალხი გაჰყვირის: „ბარაბა“ (მათე 27:17, 21).

      საგონებელში ჩავარდნილი პილატე ეკითხება მათ: „იესოს რაღა ვუყო, ეგრეთ წოდებულ ქრისტეს?“. ყველა ერთხმად გაიძახის: „ბოძზე გააკარი!“ (მათე 27:22). რა სამარცხვინოა, რომ მათ უდანაშაულო კაცის სისხლი სწყურიათ! პილატე დაჟინებით ითხოვს ხალხისგან: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა? მე ვერაფერი ვუპოვე ისეთი, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავუშვებ“ (ლუკა 23:22).

  • „აი კაცი!“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • პილატეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ იესო ასე წარბშეუხრელად იტანს ყველაფერს. ამიტომ ამბობს: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“. საინტერესოა, ხომ არ ფიქრობს პილატე, რომ ნაცემ-ნაგვემი და დასისხლიანებული იესოს დანახვა ხალხს გულს მოულბობს და მათში თანაგრძნობას გამოიწვევს?! როცა მას ამ უსულგულო ხალხის წინაშე აყენებს, პილატე ხმამაღლა ამბობს: „აი კაცი!“ (იოანე 19:4, 5).

      ძალაგამოცლილ და არაადამიანურად ნაწამებ იესოს ღირსეულად უჭირავს თავი და საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ეს იმდენად შესამჩნევია, რომ პილატეც კი აღიარებს ამას — მის სიტყვებში ხომ ერთდროულად იესოსადმი პატივისცემა და სიბრალული გამოსჭვივის.

  • სასიკვდილოდ გადაცემული
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ამ რომაელ მმართველზე იესოს სიტყვები და საქციელი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ამასთან, იმის გააზრება, რომ ეს კაცი შეიძლება მართლა ღვთისგან იყოს, საკმაოდ აშინებს; ამიტომ კვლავ ცდილობს, რამენაირად გაათავისუფლოს იგი. მაგრამ იუდეველები ახლა პილატეს ისეთ რამეს ეუბნებიან, რაც მას, უეჭველად, სულ სხვა რამის შიშს უნერგავს: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“ (იოანე 19:12).

      პილატეს კვლავ გამოჰყავს იესო ხალხის წინაშე, ის სასამართლო ტახტზე ჯდება და ამბობს: „აი თქვენი მეფე!“. მაგრამ იუდეველებზე არც ეს ჭრის. ისინი გაჰყვირიან: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი!“. პილატე ეკითხება: „თქვენი მეფე გავაკრა ბოძზე?“. იუდეველები უკვე დიდი ხანია რომაელთა უღელქვეშ იტანჯებიან, მაგრამ უფროსი მღვდლები მაინც უტიფრად ამბობენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“ (იოანე 19:14, 15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება