საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს იუდაიზმი დაქსაქსული იყო, ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რათა ხალხი თავიანთი გავლენის ქვეშ მოექციათ. ასეთ სურათს აღწერს სახარება და პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი.

      ასპარეზზე გამოჩდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც გავლენიანი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ საზოგადოების აზროვნებაზე; იმაზეც კი, რომ უარეყოთ იესო, როგორც მესია (მათე 15:1, 2; 16:1; იოანე 11:47, 48; 12:42, 43). მაგრამ ებრაულ წერილებში ამ ორი გავლენიანი ჯგუფის შესახებ არაფერია ნათქვამი.

      იოსებ ფლავიუსი პირველი მოიხსენიებს მწიგნობრებსა და ფარისევლებს ძვ. წ. II—I საუკუნეებში. ამ პერიოდში ბევრი იუდეველი მოხიბლა ელინიზმმა — ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ. ელინიზმსა და იუდაიზმს შორის დაძაბულობა მაშინ გამწვავდა, როდესაც სელევკიდთა მმართველებმა იერუსალიმის ტაძარი წაბილწეს და ზევსს მიუძღვნეს. იუდაელების ძლიერი წინამძღოლი იუდა მაკაბელი, რომლის ოჯახიც ხასმონელთა (ხეშმონელთა) სახელით იყო ცნობილი, წაუძღვა აჯანყებულებს და ბერძენთა ხელიდან გამოიხსნეს ტაძარიa.

      ის წლები, რომლებიც მაკაბელების აჯანყებასა და გამარჯვებას მოჰყვა, ცნობილი გახდა ურთიერთგამომრიცხავ თეორიებზე დაფუძნებული სექტების ჩამოყალიბებით; თითოეული იუდეველთა ფართო საზოგადოებაზე გასამარჯვებლად იბრძოდა.

  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • ფარისევლებისა და სადუკეველების გამოჩენა

      როდესაც იოსებ ფლავიუსი ჰირკანის მეფობის დროის შესახებ წერდა, მოიხსენია ფარისევლებისა და სადუკეველების მზარდი გავლენა (იოსებ ფლავიუსმა იონათანის მეფობის დროს მცხოვრები ფარისევლები მოიხსენია). მაგრამ ის არაფერს ამბობს მათი წარმოშობის შესახებ. ზოგი ისტორიკოსი ამ ფარისევლებს მიიჩნევს ხასიდების შთამომავლებად, ღვთისმოშიშ სექტად, რომელმაც იუდა მაკაბელს რელიგიურ მიზნებში მხარი დაუჭირა, მაგრამ ზურგი აქციეს, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების ამბიციას აჰყვა.

      წოდება „ფარისეველი“, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ებრაული სიტყვის „განცალკევებულნი“ თავდაპირველ მნიშვნელობასთან, თუმცა ზოგის აზრით ეს სიტყვა „განმმარტებლებს“ უკავშირდება. ფარისევლები იყვნენ საშუალო ფენის სწავლულები, რომლებსაც განსაკუთრებული წარმოშობა არ ჰქონდათ. ისინი გამოეყვნენ რიტუალურ უწმინდურებას; მიჰყვნენ განსაკუთრებული ღვთისმოშიშების ფილოსოფიას და მღვდელთა სიწმინდესთან დაკავშირებული ტაძრის კანონები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგეს. ფარისევლებმა განავითარეს საღვთო წერილის ახსნის ახალი ფორმა და ეს იდეა მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ზეპირი რჯული. სიმონის მმართველობის დროს ისინი უფრო დიდი გავლენით სარგებლობდნენ, როდესაც ზოგი დანიშნეს იეროსეაში (უხუცესთა საბჭო), რომელიც მოგვიანებით სინედრიონის სახელით გახდა ცნობილი.

      იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ იოანე ჰირკანი ფარისევლების პირველი მოწაფე და მხარდამჭერი იყო. მაგრამ, გარკვეულწილად, ფარისევლები მას კიცხავდნენ იმის გამო, რომ თავს არ ანებებდა მღვდელმთავრობას. ამან მათ შორის განხეთქილება წარმოშვა. ჰირკანმა არაკანონიერად გამოაცხადა ფარისევლების რელიგიური წეს-ჩვეულებები. მან იმით დასაჯა ფარისევლები, რომ მათ რელიგიურ მტრებს, სადუკეველებს მიემხრო.

      ადვილად სარწმუნოა, რომ წოდება „სადუკეველები“, დაკავშირებულია მღვდელმთავარ ცადოკთან, რომლის შთამომავლებიც, სოლომონის დროიდან მოყოლებული, სამღვდელოების წოდებას ატარებდნენ. მაგრამ ყველა სადუკეველი არ იყო ცადოკის ხაზიდან. იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, სადუკეველები იყვნენ არისტოკრატები და მდიდრები. მათ მოსახლეობა მხარს არ უჭერდა. პროფესორი შიფმენი აღნიშნავს: „მათგან უმეტესობა. . . როგორც ჩანს, იყო მღვდლი ან ის, ვინც მღვდელმთავრების ოჯახებს დაუნათესავდა“. ამგვარად, ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მათთან, რომელნიც ძალაუფლებას ფლობდნენ. ამიტომ საზოგადოებაზე ფარისევლების გავლენის ზრდა და სამღვდელოების სიწმინდესთან დაკავშირებით მათი შეხედულების გავრცელება აშკარად აღიქმებოდა, როგორც მუქარა, რომელსაც სადუკეველების უფლებამოსილების დასუსტება შეეძლო. ახლა კი, ჰირკანის მეფობის ბოლო წლებში, სადუკევლებმა ძალაუფლება დაიბრუნეს.

  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • ხასმონელთა მემკვიდრეობა

      ხასმონელთა მმართველობის პერიოდში, იუდა მაკაბელიდან არისტობულოს II-მდე, გაჩნდა რელიგიური დაქსაქსულობა, რომელიც იესოს დედამიწაზე ყოფნის დროსაც არსებობდა. ხასმონელებმა ღვთისთვის მსახურება ერთგულად დაიწყეს, მაგრამ ერთგულება ამბიციებმა გაანადგურა. მათმა მღვდლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაეერთიანებინათ ხალხი ღვთის რჯულის დაცვით, ერი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩააბეს. ასეთ გარემოში დამყოფი რელიგიური თვალსაზრისი მტკიცედ იყო ფეხმოკიდებული. ხასმონელები აღარ არსებობდნენ, მაგრამ რელიგიური გავლენისთვის ბრძოლას, რომელიც ამ ერს ახასიათებდა, სადუკეველებს, ფარისევლებსა და სხვებს შორის ახლა ჰეროდე და რომი აკონტროლებდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება