საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტე „ღვთის ძალაა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივნისი
    • 2. რის სწავლა შეგვიძლია იესოს სასწაულებიდან?

      2 პეტრე მოციქულმა დაწერა, რომ იესო ახდენდა სასწაულებსა და საკვირველებებს (საქ. 2:22). ძლევამოსილი საქმეები, რომლებიც იესომ დედამიწაზე მოიმოქმედა, იმ კურთხევების პირველსახეა, რაც სამომავლოდ, მისი მმართველობისას, გველის. სასწაულები, რომლებიც ღვთის ძემ მოიმოქმედა, იმაზე მიუთითებს, რომ იგი მსგავს სასწაულებს მსოფლიო მასშტაბითაც მოიმოქმედებს. გარდა ამისა, ამ სასწაულების მეშვეობით საფუძვლიანად ვეცნობით როგორც ქრისტეს, ისე მისი ზეციერი მამის პიროვნებას.

  • ქრისტე „ღვთის ძალაა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივნისი
    • 4, 5. ა) რას გვასწავლის იესოს პირველი სასწაული? ბ) რაზე მეტყველებს იესოს მიერ კანაში მოხდენილი სასწაული?

      4 იესომ სასწაულებრივად იმდენი ლიტრი წყალი გადააქცია კარგ ღვინოდ, რამდენიც მრავალრიცხოვან მექორწილეთ ეყოფოდათ. რას ვსწავლობთ ამ სასწაულიდან? იესოს მიერ კანაში საკუთარი სურვილით მოხდენილი სასწაული იმაში გვარწმუნებს, რომ მისთვის და მისი ზეციერი მამისთვის ჩვენი გრძნობები სულერთი არაა. იეჰოვა ღმერთიც და ქრისტეც მეტად ხელგაშლილნი არიან. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყენებს იეჰოვა თავის ძალას ახალ ქვეყნიერებაში და რა დიდებულ ნადიმს გაუმართავს დედამიწაზე მცხოვრებ „ყველა ხალხს“! (წაიკითხეთ ესაიას 25:6).

      5 დაფიქრდით: ახლოვდება დრო, როცა ჩვენი აუცილებელი მოთხოვნილებები და სურვილები დაკმაყოფილდება — ყველას გვექნება სრულფასოვანი საკვები და საკუთარი სახლ-კარი. მოდი, გავიხაროთ იმ ყველაფრით, რასაც ღმერთი სამომავლოდ უშურველად გვიბოძებს სამოთხეში!

      უხუცესი ისმენს ახალგაზრდა ძმის მიერ მომზადებულ დავალებას

      როდესაც საკუთარ დროს სხვებისთვის არ ვიშურებთ, ვაჩვენებთ, რომ იესოსგან ხელგაშლილობას ვსწავლობთ (იხილეთ მე-6 აბზაცი)

  • ქრისტე „ღვთის ძალაა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივნისი
    • 9 მან 5 პურითა და 2 თევზით დაახლოებით 5 000 კაცი დააპურა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს. ნუთუ არ გვამხნევებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ იზრუნა იესომ შეკრებილ ხალხზე და რა სასწაულებრივად გამოკვება ოჯახები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები?! როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ხალხმა „ჭამა და გაძღა“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ საზრდო უხვად ჰქონდათ. იესომ ხალხს მხოლოდ იმდენი საკვები კი არ მისცა, რომ მათ სული მოეთქვათ, არამედ დაანაყრა, რათა შინისკენ მიმავალი გრძელი გზის გავლა არ გასჭირვებოდათ (ლუკ. 9:10—17). საზრდოს სიუხვეზე ისიც მეტყველებს, რომ მორჩენილი ნატეხებით 12 კალათი აივსო!

      10. რა ბედი ეწევა სიღარიბეს უახლოეს მომავალში?

      10 დღეს ასობით მილიონი ადამიანი უსამართლო მმართველობის გამო აუცილებელ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. ზოგ ჩვენს და-ძმასაც საარსებო მინიმუმით უწევს თავის გატანა. თუმცა, ძალიან მალე დადგება დრო, როცა მორჩილი ადამიანები თავს დააღწევენ უსამართლო მმართველობასა და სიღარიბეს. თქვენ რომ ძალა შეგწევდეთ, განა არ დააკმაყოფილებდით მორჩილ ადამიანთა მოთხოვნილებებს? ნამდვილად გვანუგეშებს ის ფაქტი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ამის განსახორციელებლად სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს; იგი ამას მალე გააკეთებს. დიახ, ხსნა ძალიან ახლოსაა! (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:16).

      11. რა გარწმუნებთ იმაში, რომ ქრისტე მალე თავის ძალაუფლებას მთელ დედამიწაზე განავრცობს და რის კეთებისკენ გიბიძგებთ ეს?

      11 დედამიწაზე იესომ მცირე ტერიტორიაზე და ხანმოკლე დროით, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში, იმსახურა (მათ. 15:24). მომავალში იგი, როგორც განდიდებული მეფე თავის მმართველობას დედამიწის ოთხივე კუთხით განავრცობს (ფსალმ. 72:8). იესოს სასწაულები ერთ რამეში გვარწმუნებს, მას ძალაც შესწევს და სურვილიც აქვს, რომ თავისი უფლებამოსილება ჩვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოს. მართალია, ჩვენ სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ ადამიანების ყურადღება ღვთის სიტყვისკენ მივმართოთ. ბიბლიური წინასწარმეტყველებები გულში ბედნიერი მომავლის იმედს გვისახავს. ჩვენ, იეჰოვაზე მიძღვნილი მსახურები, რომლებმაც შესანიშნავად ვუწყით დიდებული მომავლის შესახებ, ნუთუ თავს ვალდებულად არ ვთვლით, რომ ყველას ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა?! (რომ. 1:14, 15). დაე, მომავალ კურთხევებზე ფიქრმა გვიბიძგოს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავაგებინოთ ხალხს (ფსალმ. 45:1; 49:3).

  • ქრისტე „ღვთის ძალაა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივნისი
    • 15. როგორ ცხადყო ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომ ის ბუნების ძალებს მართავს?

      15 ქრისტეს აღმატებული ძალის წყარო იეჰოვაა; ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი სრულად აკონტროლებს ბუნების ძალებს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი. სანამ იეჰოვა წარღვნის წყლით წალეკავდა დედამიწას, თქვა: „შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ (დაბ. 7:4). გამოსვლის 14:21-ში კი ვკითხულობთ: „აღმოსავლეთის ძლიერი ქარით იეჰოვა . . . დევნიდა წყალს“, ხოლო იონას 1:4-ში ნათქვამია: „ძლიერი ქარი ამოაგდო იეჰოვამ ზღვაზე და ამოვარდა დიდი ქარიშხალი; ცოტაც და დაიმსხვრეოდა ხომალდი“. მართლაც, გამამხნევებელია, რომ ბუნების ძალებს იეჰოვა მართავს. რა ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი პლანეტის, დედამიწის, მომავალი სანდო ხელშია!

      16. რატომაა ჩვენთვის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ ბუნების ძალები შემოქმედსა და მის მხოლოდშობილ ძეს ემორჩილებიან?

      16 რაოდენ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი შემოქმედი და მისი „ოსტატი“ ასეთ აღმატებულ ძალას ფლობენ. როდესაც ისინი 1000 წლის განმავლობაში თავიანთ ყურადღებას დედამიწას სრულად მიაპყრობენ, კაცობრიობა უსაფრთხოდ იცხოვრებს. გამანადგურებელი სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება. შესაბამისად, ახალ ქვეყნიერებაში აღარ იარსებებს ტაიფუნის, ცუნამის, ვულკანის ამოფრქვევისა თუ მიწისძვრის საფრთხე. გულს სიხარულით გვივსებს იმ დროზე ფიქრი, როცა ბუნებრივი კატაკლიზმები აღარავის დააზარალებს და აღარავის იმსხვერპლებს, ვინაიდან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ღვთის კარავი ადამიანებთან [იქნება]“ (გამოცხ. 21:3, 4). მაშასადამე, შეგვიძლია გულდაჯერებულნი ვიყოთ, რომ ქრისტე ღვთის ძალით თავისი ათასწლიანი მმართველობის დროს ბუნების ძალებს დაიმორჩილებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება