საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w08 5/1 გვ. 16-17
  • ღვთის სამეფო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთის სამეფო
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის ღვთის სამეფო?
  • ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს მმართველები?
  • საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო?
  • რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო ბოროტების წინააღმდეგ?
  • ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ?
  • რას გააკეთებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის?
  • რა არის ღვთის სამეფო?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რა არის ღვთის სამეფო?
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • რას ასწავლიდა იესო ღვთის სამეფოს შესახებ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
w08 5/1 გვ. 16-17

რას ვსწავლობთ იესოსგან?

ღვთის სამეფო

რა არის ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო არის ხელისუფლება, რომელიც იმმართველებს მთელ დედამიწაზე. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10; დანიელი 2:44).

ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს მმართველები?

იესო იმიტომ დაიბადა, რომ ღვთის სამეფოს მმართველი გამხდარიყო. ანგელოზმა იესოს დედას უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის . . . იმეფებს“ (ლუკა 1:30—33). გარდა ამისა, იესომ თავისი მიმდევრებიდან ზოგი იმისთვის აირჩია, რომ მასთან ერთად ემმართველათ. მან თავის მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:28, 29; დანიელი 7:27). იესოს იმ მიმდევრების რიცხვი, რომლებიც მასთან ერთად იმმართველებენ, 144 000-ია (გამოცხადება 5:9, 10; 14:1).

საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო იმმართველებს ზეციდან. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ [ზეცაში], კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ . . . მე მამასთან მივდივარ“ (იოანე 14:2, 3, 12; დანიელი 7:13, 14).

რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო ბოროტების წინააღმდეგ?

იესო დედამიწას ბოროტი ადამიანებისგან განწმენდს. მან თქვა: „როცა მოვა კაცის ძე [იესო] ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან . . . და ესენი [ბოროტები] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“ (მათე 25:31—34, 46).

ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ?

იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5; ფსალმუნი 37:29; 72:8). დედამიწაზე ის ადამიანები იცხოვრებენ, რომლებიც სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).

რას გააკეთებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის?

იესო განკურნავს ადამიანებს დაავადებებისგან. როდესაც იესო დედამიწაზე იყო, ის ხალხს „ღვთის სამეფოზე ელაპარაკებოდა, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა“ (ლუკა 9:11). მას შემდეგ, რაც მოციქულმა იოანემ ხილვაში მკვდრეთით აღმდგარი იესო ნახა, მან თქვა: «ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა . . . გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“» (გამოცხადება 21:1—4).

ღვთის სამეფო დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს. იმ ბოროტმოქმედმა, რომელიც იესოსთან ერთად აწამეს, თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესომ მას მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43; ესაია 11:4—9).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“a, თავი 8.

[სქოლიო]

a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება