საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო ჯერ კიდევ იერუსალიმშია კარვობის დღესასწაულზე. „ბევრმა ირწმუნა იგი“, რაც იესოს ძალიან ახარებს. მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით უფროს მღვდლებსა და ფარისევლებზე. ისინი მის შესაპყრობად მცველებს გზავნიან, რომლებიც, როგორც ჩანს, იმ დროს წესრიგის დამცველების მოვალეობას ასრულებდნენ (იოანე 7:31, 32).

  • „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • როდესაც მცველები უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან ხელმოცარულნი ბრუნდებიან, ისინი ეკითხებიან: „რატომ არ მოიყვანეთ?“. მცველები პასუხობენ: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“. ამაზე უფროსი მღვდლები და ფარისევლები ბრაზდებიან და აბუჩად იგდებენ მათ: „ნუთუ თქვენც შეცდომაში შეგიყვანათ? განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა? მაგრამ დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:45—49).

      ნიკოდემე იესოს დასაცავად ხმას იმაღლებს

      ამის გაგონებაზე ერთი ფარისეველი, ნიკოდემე, რომელიც სინედრიონის წევრია, ხმას იმაღლებს იესოს დასაცავად. ერთხელ, დაახლოებით ორწელიწად-ნახევრის წინ, ნიკოდემე ღამით მივიდა იესოსთან. მათ შორის საუბარი შედგა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ნიკოდემეს სჯეროდა იესოსი. ახლა ის ყველას წინაშე ამბობს: „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ მისგან არ მოისმინეს და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?“. ახლა რით იმართლებენ იესოს მოწინააღმდეგეები თავს? პასუხად ეუბნებიან: „შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოვა“ (იოანე 7:51, 52).

      წმინდა წერილებში კონკრეტულად არც ერთ წინასწარმეტყველზე არ წერია, რომ გალილეიდან მოვიდოდა, თუმცა ღვთის სიტყვა მიანიშნებდა, რომ ქრისტე სწორედ ამ მხარიდან უნდა მოსულიყო. წინასწარმეტყველების თანახმად, „დიდი სინათლე“ გამოანათებდა „უცხოტომელთა გალილეაში“ (ესაია 9:1, 2; მათე 4:13—17). უფრო მეტიც, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო ბეთლემში დაიბადა და დავითის შთამომავლობითი ხაზით მოვიდა. შესაძლოა ფარისევლებმა იციან ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მეტწილად სწორედ ისინი ავრცელებენ ხალხში ცრუ ხმებს იესოზე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება