-
სიყვარული — ძვირფასი თვისებასაგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
იესომ ადამიანებისადმი სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ სიხარულით შეასრულა ღვთის ნება. პავლემ დაწერა: «[იესო] ამბობს: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“ . . . ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით» (ებრ. 10:9, 10). ამაზე დიდ სიყვარულს ვერცერთი ადამიანი ვერ გამოავლენდა. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოან. 15:13). შეგვიძლია არასრულყოფილ ადამიანებს, რომ იეჰოვასა და იესოს მივბაძოთ სიყვარულის გამოვლენაში? რა თქმა უნდა!
-
-
სიყვარული — ძვირფასი თვისებასაგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
მეორე, დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო სიყვარულს მაშინაც, როცა მის გაღიზიანებას ცდილობდნენ (1 პეტ. 2:21, 23). ქრისტეს მაგალითზე დაფიქრება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ვინმე გვაწყენინებს ან უსამართლოდ მოგვექცევა. ამ დროს კარგია, ვკითხოთ საკუთარ თავს: როგორ მოიქცეოდა იესო ჩემს ადგილას? სწორედ ეს კითხვა დაეხმარა ერთ დას, დაუფიქრებლად არ მოქცეულიყო. ის ამბობს: „ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა იმეილი გაუგზავნა სხვა თანამშრომლებს, სადაც მეც მაკრიტიკებდა და ჩემს გაკეთებულ საქმესაც. ამან ძალიან მატკინა გული. მაგრამ საკუთარ თავს ვკითხე: როგორ შემიძლია მივბაძო იესოს ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს? დაფიქრების შემდეგ გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია მომხდარისთვის და დამევიწყებინა. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ თანამშრომელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და დიდ სტრესს განიცდიდა. დავასკვენი, რომ მას ალბათ არ უნდოდა ჩემთვის გულის ტკენა. იმაზე ფიქრი, თუ როგორ ავლენდა იესო სიყვარულს მაშინაც, როცა მის გაღიზიანებას ცდილობდნენ, დამეხმარა, მსგავსი სიყვარული გამომევლინა ჩემი თანამშრომლის მიმართ“. თუ იესოს მივბაძავთ, ყოველთვის სიყვარულით მოვიქცევით.
-