საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • ასპარეზზე გამოჩდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც გავლენიანი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ საზოგადოების აზროვნებაზე; იმაზეც კი, რომ უარეყოთ იესო, როგორც მესია (მათე 15:1, 2; 16:1; იოანე 11:47, 48; 12:42, 43). მაგრამ ებრაულ წერილებში ამ ორი გავლენიანი ჯგუფის შესახებ არაფერია ნათქვამი.

      იოსებ ფლავიუსი პირველი მოიხსენიებს მწიგნობრებსა და ფარისევლებს ძვ. წ. II—I საუკუნეებში.

  • ხასმონელები (ხეშმონელები) და მათი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივნისი
    • ფარისევლებისა და სადუკეველების გამოჩენა

      როდესაც იოსებ ფლავიუსი ჰირკანის მეფობის დროის შესახებ წერდა, მოიხსენია ფარისევლებისა და სადუკეველების მზარდი გავლენა (იოსებ ფლავიუსმა იონათანის მეფობის დროს მცხოვრები ფარისევლები მოიხსენია). მაგრამ ის არაფერს ამბობს მათი წარმოშობის შესახებ. ზოგი ისტორიკოსი ამ ფარისევლებს მიიჩნევს ხასიდების შთამომავლებად, ღვთისმოშიშ სექტად, რომელმაც იუდა მაკაბელს რელიგიურ მიზნებში მხარი დაუჭირა, მაგრამ ზურგი აქციეს, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების ამბიციას აჰყვა.

      წოდება „ფარისეველი“, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ებრაული სიტყვის „განცალკევებულნი“ თავდაპირველ მნიშვნელობასთან, თუმცა ზოგის აზრით ეს სიტყვა „განმმარტებლებს“ უკავშირდება. ფარისევლები იყვნენ საშუალო ფენის სწავლულები, რომლებსაც განსაკუთრებული წარმოშობა არ ჰქონდათ. ისინი გამოეყვნენ რიტუალურ უწმინდურებას; მიჰყვნენ განსაკუთრებული ღვთისმოშიშების ფილოსოფიას და მღვდელთა სიწმინდესთან დაკავშირებული ტაძრის კანონები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგეს. ფარისევლებმა განავითარეს საღვთო წერილის ახსნის ახალი ფორმა და ეს იდეა მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ზეპირი რჯული. სიმონის მმართველობის დროს ისინი უფრო დიდი გავლენით სარგებლობდნენ, როდესაც ზოგი დანიშნეს იეროსეაში (უხუცესთა საბჭო), რომელიც მოგვიანებით სინედრიონის სახელით გახდა ცნობილი.

      იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ იოანე ჰირკანი ფარისევლების პირველი მოწაფე და მხარდამჭერი იყო. მაგრამ, გარკვეულწილად, ფარისევლები მას კიცხავდნენ იმის გამო, რომ თავს არ ანებებდა მღვდელმთავრობას. ამან მათ შორის განხეთქილება წარმოშვა. ჰირკანმა არაკანონიერად გამოაცხადა ფარისევლების რელიგიური წეს-ჩვეულებები. მან იმით დასაჯა ფარისევლები, რომ მათ რელიგიურ მტრებს, სადუკეველებს მიემხრო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება