საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აღელვებს ღმერთს ქალის ბედი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 სექტემბერი
    • დამახინჯებული თვალსაზრისი ქალებზე

      მოსეს კანონის თანახმად, ქალს ღირსეული ადგილი ეკავა საზოგადოებაში და მის უფლებებს იცავდნენ. მაგრამ ძვ. წ. IV საუკუნიდან მოყოლებული იუდაიზმზე გავლენა მოახდინა ბერძნულმა კულტურამ და საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა დაკნინდა (იხილეთ ჩარჩო „ქალის დაკნინებული მდგომარეობა ძველ დროში“).

      მაგალითად, ბერძენი პოეტი ჰესიოდე (ძვ. წ. VIII საუკუნე) კაცობრიობის უბედურებაში ქალს ადანაშაულებდა. თავის ნაშრომ „თეოგონიაში“ ის საუბრობდა „ქალთა მომაკვდინებელ რასასა თუ ტომზე, რომლებიც მოკვდავ მამაკაცთა შორის ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელთა საუბედუროდ“. ამ თვალსაზრისმა ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისიდან იუდაიზმშიც მოიკიდა ფეხი. თალმუდი, რომლის შედგენაც ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო, მამაკაცებს აფრთხილებდა: „დიდხანს არ ესაუბროთ ქალებს, რადგან უზნეობას ჩაიდენთ“.

      საუკუნეების მანძილზე ასეთმა გაბატონებულმა შეხედულებამ ღრმა კვალი დააჩნია იუდაურ საზოგადოებაში ქალის ცხოვრებას. იესოს დროს ტაძარში სალოცავად მისულ ქალებს მხოლოდ „ქალთა ეზოში“ შესვლის უფლება ჰქონდათ. რელიგიური განათლების მიღება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. როგორც ჩანს, სინაგოგაში ქალები კაცებისგან გამოცალკევებული იყვნენ. თალმუდში მოყვანილია ერთ-ერთი რაბინის სიტყვები: „ვინც თავის ქალიშვილს თორას [კანონი] ასწავლის, ის რყვნის მას“. რადგანაც იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ღვთის თვალსაზრისს ასეთი დამახინჯებული სახით ასწავლიდნენ, მამაკაცთა უმეტესობას ქალთა მოდგმა სძულდა.

  • აღელვებს ღმერთს ქალის ბედი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 სექტემბერი
    • ახ. წ. I საუკუნიდან მოყოლებული ისეთმა მწერლებმა, როგორიც იყო ფილონ ალექსანდრიელი, დაიწყეს წიგნ „დაბადებაში“ მოთხრობილი ისტორიის ბერძნული ფილოსოფიის მიხედვით ინტერპრეტაცია. ფილონ ალექსანდრიელის აზრით, ევამ შესცოდა, რადგან მან აცდუნა ადამი და სქესობრივი კავშირი დაამყარა მასთან. „ამიტომ დაკარგა თავისუფლება და კაცის, თავისი თანამეცხედრის, მონა-მორჩილი გახდა“. ქალებისადმი სიძულვილს ხალხში იუდაიზმიც აღვივებდა, ისევე როგორც ეკლესიის მამების წერილები.

      მეორე საუკუნის იუდაურ ტექსტ „მიდრაშ რაბაში“ ერთი რაბინი ხსნიდა, თუ რატომ უნდა ეტარებინა ქალს რიდე: „სწორედ ქალმა შესცოდა და ამიტომ ხალხში გამოსვლის უნდა რცხვენოდეს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება