-
ჭეშმარიტება მკვდარი ზღვის გრაგნილების შესახებსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 თებერვალი
-
-
იყვნენ თუ არა კუმრანის მცხოვრებნი ესენიელები?
თუ ეს გრაგნილები კუმრანის ბიბლიოთეკას წარმოადგენდა, ვინ იყვნენ მისი მცხოვრებნი? პროფესორმა ელეაზარ სუკენიკიმ, რომელმაც 1947 წელს სამი გრაგნილი შეიძინა იერუსალიმის ებრაული ინსტიტუტისთვის, პირველმა წამოაყენა აზრი, რომ ეს გრაგნილები ესენიელებს მიეკუთვნებოდათ.
ესენიელები იყვნენ ებრაელი სექტანტები, რომლებსაც მოიხსენიებენ პირველი საუკუნის მწერლები: იოსები, ფილონ ალექსანდრიელი და პლინიუს უფროსი. ესენიელთა წარმოშობის საკითხი ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს ისინი პირველად გამოჩნდნენ ძვ. წ. II საუკუნეში მაკაბელთა აჯანყების შემდგომი არეულობისასb. იოსები იტყობინება იმდროისათვის მათი არსებობის შესახებ, როდესაც დაწვრილებით ყვება, თუ როგორ განსხვავდებოდა მათი რელიგიური შეხედულებები ფარისევლებისა და სადუკეველების რელიგიური თვალსაზრისისგან. პლინიუსმა ესენიელების საზოგადოების ადგილსამყოფლად მკვდარი ზღვის მახლობლად იერიხონსა და ენ-გადს შორის მდებარე ტერიტორია მოიხსენია.
პროფესორი ჯეიმზ ვანდერკამი, მკვდარი ზღვის გრაგნილების მკვლევარი, ვარაუდობს, რომ „კუმრანში მცხოვრები ესენიელები მხოლოდ მცირე ნაწილი იყვნენ იმ ესენიელების დიდი მოძრაობისა“, რომელთა შესახებაც იოსებმა აღნიშნა, რომ მათი რიცხვი დაახლოებით ოთხიათასს შეადგენდა. თუმცა ყველა აღწერილობა სრულად არ შეესაბამება ესენიელებს, გრაგნილებში ასახული საერთო სურათი, ცხადყოფს, რომ კუმრანის ტექსტები მათ უფრო ეხამება, ვიდრე იმ დროის სხვა რომელიმე ცნობილ ებრაულ ჯგუფს.
ზოგი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობამ დასაბამი კუმრანში აიღო. მიუხედავად ამისა, უამრავი აშკარა სხვაობა შეიძლება შეამჩნიოთ კუმრანში არსებული სექტის რელიგიურ თვალსაზრისსა და პირველი ქრისტიანების რელიგიურ თვალსაზრისს შორის. კუმრანულ ტექსტებში ასახულია შაბათის მკაცრად დაცვის წესები და რიტუალური სიწმინდის ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობა (მათე 15:1—20; ლუკა 6:1—11). იგივე შეიძლება ითქვას ესენიელთა საზოგადოებისგან იზოლირებისა და ბედის შესახებ მათი რწმენის, სულის უკვდავების, დაუქორწინებლობისთვის პრიორიტეტის მინიჭებისა და მათ თაყვანისმცემლობაში ანგელოზების მონაწილეობასთან დაკავშირებით მისტიკურ წარმოდგენებზე. ეს ნათლად ცხადყოფს იესოს სწავლებებისა და პირველი ქრისტიანებისგან მათ სხვაობას (მათე 5:14—16; იოანე 11:23, 24; კოლასელთა 2:18; 1 ტიმოთე 4:1—3).
-
-
მკვდარი ზღვის გრაგნილები — რატომ უნდა ვიყოთ მათით დაინტერესებული?საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 თებერვალი
-
-
გრაგნილებში აღწერილია კუმრანში მყოფი თემების ადათ-წესები და მრწამსი, რითაც ნათელი ეფინება იმას, რომ იესოს დროს იუდაიზმის მხოლოდ ერთი ფორმა არ იყო გავრცელებული ამ მხარეში. კუმრანის თემის წევრებს ფარისევლებისა და სადუკეველებისგან განსხვავებული ტრადიციები ჰქონდათ. შესაძლებელია ამ სხვაობებმა აღძრა თემის წევრები, უდაბნოში გადახვეწილიყვნენ. ისინი არასწორად მიიჩნევდნენ თავიანთ თავს ესაიას 40:3-ის შემსრულებლებად. სადაც ნაწინასწარმეტყველებია უდაბნოდან ხმის შესახებ, რომელიც ამზადებდა იეჰოვას გზას. ხელნაწერების რამდენიმე ფრაგმენტი ეხება მესიას, რომლის მოსვლასაც ავტორები გარდაუვლად მიიჩნევდნენ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ლუკა ამბობს, რომ ‘ხალხი მესიის მოსვლის მოლოდინში იყო’ (ლუკა 3:15).
-