-
რუსეთის უძველესი ბიბლიოთეკიდან ბიბლიის ტექსტს ნათელი ეფინებასაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივლისი
-
-
საუნჯე ყირიმიდან
სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ კიდევ ერთი სწავლული, რომელიც ბიბლიურ ხელნაწერებს ეძებდა. ვის ვგულისხმობდით? რამდენიმე წლით ადრე, სანამ ტიშენდორფი რუსეთში დაბრუნდებოდა, საიმპერატორო ბიბლიოთეკამ იმდენად წარმოუდგენელი წინადადება მიიღო, რომ მაშინვე მიიპყრო იმპერატორის ყურადღება და მთელი ევროპიდან მრავალი სწავლული მიიზიდა. ისინი თვალებს არ უჯერებდნენ. მათ წინ იყო ძველი ხელნაწერების საოცრად დიდი კოლექცია — ცხრაჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ყველა ბიბლიოთეკაში ერთად აღებული! ამ კოლექციაში შედიოდა 2 412 ნივთი, მათ შორის 975 ხელნაწერი და გრაგნილი. 45 ბიბლიური ხელნაწერი მე–10 საუკუნემდე იყო შესრულებული. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა ჩანდეს, ყველა ეს ხელნაწერი თითქმის მარტოდმარტო შეაგროვა აბრაამ ფირკოვიჩმა, ყარაიმმა სწავლულმა, რომელიც მაშინ 70 წელს იყო გადაცილებული! მაგრამ ვინ იყვნენ ყარაიმები?c
ამ კითხვაზე პასუხი იმპერატორსაც ძალიან აინტერესებდა. რუსეთის საზღვრებში ამ დროისთვის ის ახლომდებარე ტერიტორიებიც შედიოდა, რომლებიც ადრე სხვა ქვეყნებს ეკუთვნოდა. შედეგად, რუსეთის იმპერიაში ახალი ეთნიკური ჯგუფები გამოჩნდნენ. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყირიმის თვალწარმტაც ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც ებრაელების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მაგრამ მათ თურქული წეს–ჩვეულებები ჰქონდათ, ხოლო მათი ენა თათრულთან იყო ახლოს. ყარაიმები თავიანთ თავს იმ ებრაელთა შთამომავლებად თვლიდნენ, რომლებიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ბაბილონში გადასახლდნენ. მაგრამ მათგან განსხვავებით, რომლებიც რაბინულ ტრადიციებს მისდევდნენ, ისინი არ აღიარებდნენ თალმუდს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წმინდა წერილების კითხვას. ყირიმელ ყარაიმებს სურდათ, დამოუკიდებელი სტატუსის მოსაპოვებლად იმპერატორისთვის დაენახვებინათ, თუ რა განსხვავდება იყო მათსა და რაბინული ტრადიციების მიმდევარ ებრაელებს შორის. ყარაიმების აზრით, მათ ხელთ არსებული ძველი ხელნაწერები იმპერატორისთვის იმის დამადასტურებელი საბუთი იქნებოდა, რომ ბაბილონში გადასახლებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ყირიმში მოგვიანებით გადავიდნენ.
ძველი ჩანაწერებისა და ხელნაწერების ძებნა ფირკოვიჩმა დაიწყო ყირიმში, ჩუფუტ–კალის კლდეში გამოკვეთილ ადგილებში. ყარაიმთა წინა თაობებისთვის ეს ქვის სახლები თაყვანისცემისთვის განკუთვნილი და საცხოვრებელი ადგილები იყო. ყარაიმები არასოდეს ანადგურებდნენ წმინდა წერილების გაცრეცილ ხელნაწერებს, რომლებშიც ღვთის სახელი, იეჰოვა, ეწერა, რადგან ასეთ მოქმედებას მკრეხელობად მიიჩნევდნენ. ხელნაწერებს საგულდაგულოდ ინახავდნენ პატარა საწყობებში, რომლებსაც „გენიზა“ ეწოდებოდა (რაც ებრაულად „შესანახ ადგილს“ ნიშნავს). იმის გამო, რომ ყარაიმები დიდი მოკრძალებით ეკიდებოდნენ ღვთის სახელს, ასეთ ხელნაწერებს იშვიათად ეხებოდნენ.
ფირკოვიჩი არ შეუშინდა საუკუნეების მანძილზე დაგროვილ მტვერს და გულმოდგინედ დაიწყო „გენიზების“ დათვალიერება. ერთ–ერთ „გენიზაში“ მან იპოვა ცნობილი მანუსკრიპტი, რომელიც ახ. წ. 916 წლით თარიღდება. დღეს იგი „გვიანდელ წინასწარმეტყველთა პეტერბურგის კოდექსის“ სახელწოდებით არის ცნობილი და ებრაული წერილების ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერია.
ფირკოვიჩმა უამრავი ხელნაწერი შეაგროვა და 1859 წელს გადაწყვიტა, ეს უდიდესი კოლექცია საიმპერატორო ბიბლიოთეკისათვის შეეთავაზებინა. 1862 წელს ალექსანდრე II–ის დახმარებით ბიბლიოთეკამ მის შესაძენად უზარმაზარი თანხა — 125 000 რუბლი — გადაიხადა. და ეს იმ დროს, როცა ბიბლიოთეკის წლიური ბიუჯეტი 10 000 რუბლს არ აღემატებოდა! ახალ შენაძენში შედიოდა ცნობილი „პეტერბურგის კოდექსი“ (B 19A). ის თარიღდება 1008 წლით და უძველესია ებრაული წერილების სრულ ხელნაწერთა შორის. ერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ «„პეტერბურგის კოდექსი“, ალბათ, ბიბლიის უმნიშვნელოვანესი ხელნაწერია, რადგან სწორედ ის უდევს საფუძვლად ებრაული ბიბლიის მეცნიერულად შემოწმებული თანამედროვე გამოცემების უმეტესობას»
-
-
რუსეთის უძველესი ბიბლიოთეკიდან ბიბლიის ტექსტს ნათელი ეფინებასაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივლისი
-
-
[სურათი 12 გვერდზე]
აბრაამ ფირკოვიჩი
-