-
რას ეტყვი ებრაელს?სამეფო მსახურება — 1999 | ოქტომბერი
-
-
სპეციალურად ებრაელი მოსახლეობისთვის მომზადებული შესანიშნავი პუბლიკაციაა ბროშურა „იქნება ოდესმე ქვეყნიერება ომის გარეშე?“ (რუს.).
-
-
რას ეტყვი ებრაელს?სამეფო მსახურება — 1999 | ოქტომბერი
-
-
როცა ხედავ, რომ მართებულია მესიის ვინაობაზე საუბარი, შეგიძლია ჯერ წაუკითხო მეორე რჯულის 18:15, სადაც ნათქვამია: „წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე“. ჰკითხე მობინადრეს, ვის გულისხმობდა მოსე თავის მსგავს წინასწარმეტყველში. შემდეგ განიხილე რამდენიმე აზრი ბროშურიდან „ქვეყნიერება ომის გარეშე“, გვერდი 14, აბზაცები 17 და 18.
-
-
რას ეტყვი ებრაელს?სამეფო მსახურება — 1999 | ოქტომბერი
-
-
თუ მობინადრეს არ სწამს, რომ ბიბლია შთაგონებით დაიწერა, შეიძლება დაგეხმაროს რამდენიმე აზრი ბროშურიდან „ქვეყნიერება ომის გარეშე“, განსაკუთრებით მე-3 გვერდზე მოცემული ნაწილიდან, სათაურით „ბიბლია — შთაგონებულია თუ არა ღვთის მიერ?“.
-
-
რას ეტყვი ებრაელს?სამეფო მსახურება — 1999 | ოქტომბერი
-
-
6 ქადაგებისას ებრაელს შეგიძლია უთხრა:
◼ „უმეტესობას გამოგვიცდია საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. თქვენი აზრით, რა ემართება ადამიანს სიკვდილის დროს?“. ადროვე გიპასუხოს. შემდეგ მობინადრის ყურადღება გადაიტანე ჩარჩოზე, სათაურით „რა არის სიკვდილი და სული?“, ბროშურიდან „ქვეყნიერება ომის გარეშე“, გვერდი 22. ჩარჩოში ერთმანეთთან არის შედარებული, რას ასწავლის ბიბლია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ და რას — რაბინები. შემდეგ 23-ე გვერდზე მოცემული მე-17 აბზაცის გამოყენებით აჩვენე, რომ, საღვთო წერილის თანახმად, მიცვალებულები მკვდრეთით იქნებიან აღდგენილი სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. შესთავაზე ბროშურა.
-