საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო/სურათი 36, 37 გვერდებზე]

      კლასიკური, მაგრამ საეჭვო

      სტენლი მილერის მიერ 1953 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი ხშირად მოყავთ, როგორც იმის მტკიცება, რომ წარსულში შეიძლება მომხდარიყო სიცოცხლის თავისთავადი ჩასახვა. მაგრამ მილერის ახსნა დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ დედამიწის პირველად ატმოსფეროს „აღმდგენი“ თვისება ახასიათებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ატმოსფეროში თავისუფალი (მოლეკულური) ჟანგბადის შემცველობა ძალიან დაბალი იყო. რატომ?

      წიგნი „სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოება: თანამედროვე თეორიების გადასინჯვა“ (The Mystery of Life’s Origin: Reassessing Current Theories) აღნიშნავს, რომ თავისუფალი ჟანგბადი უფრო მეტი რაოდენობით რომ ყოფილიყო, ‘ვერც ერთი ამინომჟავა ვერ წარმოიქმნებოდა და შემთხვევით რომ წარმოქმნილიყო კიდეც, მაშინვე დაიშლებოდა’a. რამდენად საფუძვლიანი იყო მილერის ვარაუდი ეგრეთ წოდებულ პირველად ატმოსფეროსთან დაკავშირებით?

      ექსპერიმენტის ჩატარებიდან ორი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ კლასიკურ ნაშრომში მილერი წერდა: „რა თქმა უნდა, ეს იდეები ვარაუდებია, რადგან ჩვენ არ ვიცით, ახასიათებდა თუ არა დედამიწის პირველად ატმოსფეროს აღმდგენი თვისებები. . . ჯერჯერობით არც ერთი უშუალო მტკიცება არ არის ნაპოვნი“ („ამერიკის ქიმიური საზოგადოების ჟურნალი“, 1955 წლის 12 მაისი [Journal of the American Chemical Society]).

      მას შემდეგ თუ იქნა აღმოჩენილი რაიმე მტკიცება? დაახლოებით 25 წლის შემდეგ სამეცნიერო სტატიების ავტორი რობერტ კაუენი იტყობინებოდა: „მეცნიერებს თავიანთი ვარაუდების გადასინჯვა უწევთ. . . თითქმის არანაირი მტკიცება არ აღმოჩენილა იმ თვალსაზრისის მხარდასაჭერად, რომ ატმოსფერო წყალბადით მდიდარი და უაღრესად აღმდგენი თვისების მქონე იყო, პირიქით, ზოგი ფაქტი საწინააღმდეგოზე მეტყველებს“ (Technology Review, 1981 წლის აპრილი).

      რა შეიძლება ითქვას შემდგომ პერიოდზე? 1991 წელს ჯონ ჰორგანმა მეცნიერულ ჟურნალში „საიენტიფიკ ამერიკენ“ დაწერა: „სადღაც ბოლო ათწლეულში გაიზარდა ეჭვები ჰაროლდ იურისა და მილერის მიერ ატმოსფეროსთან დაკავშირებით წამოყენებული ვარაუდების მიმართ. ლაბორატორიული ცდები და კომპიუტერის დახმარებით შემუშავებული პირველადი ატმოსფეროს მოდელი. . . ცხადყოფს, რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, რასაც დღეს ოზონის ფენა აკავებს, დაშლიდა ატმოსფეროში არსებულ წყალბადის შემცველ მოლეკულებს. . . ამგვარი ატმოსფერო [ნახშირორჟანგისა და აზოტის შემცველი] ხელს არ შეუწყობდა ამინომჟავებისა და სიცოცხლის სხვა პრებიონტების სინთეზს“.

      მაშ, რატომღა ემხრობა მრავალი იმას, რომ დედამიწის პირველადი ატმოსფერო აღმდგენი თვისებით ხასიათდებოდა, რადგან ჟანგბადს მცირე რაოდენობით შეიცავდა? ნაშრომში „მოლეკულური ევოლუცია და სიცოცხლის წარმოშობა“ (Molecular Evolution and the Origin of Life) სიდნი უ. ფოქსი და კლაუს დოზე პასუხობენ: ატმოსფეროში არ უნდა ყოფილიყო ჟანგბადი და ამის მიზეზი ის არის, რომ „ლაბორატორიული ცდების თანახმად, ქიმიურ ევოლუციას. . . დიდად დააბრკოლებდა ჟანგბადი“, აგრეთვე ისეთი ნაერთები, როგორიცაა ამინომჟავები, „[ატმოსფეროში] ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს მდგრადობას გეოლოგიური პერიოდების განმავლობაში“.

      განა დამაჯერებელია ეს მსჯელობა? როგორც ამბობენ, პირველად ატმოსფეროს აღმდგენი თვისება ჰქონდა, რადგან სხვაგვარად სიცოცხლის თავისთავად ჩასახვა არ მოხდებოდა. მაგრამ, სინამდვილეში, არავითარი დამადასტურებელი მტკიცება არ არსებობს, რომ მას აღმდგენი თვისება ჰქონდა.

      ყურადსაღებია კიდევ ერთი მრავლისმეტყველი დეტალი: თუ გაზების ნარევი წარმოადგენს ატმოსფეროს, ელექტრული განმუხტვა — ელვას, მდუღარე წყალი კი — ოკეანეს, რას ან ვის წარმოადგენენ მეცნიერები, რომლებმაც ჩაატარეს ეს ექსპერიმენტი?

      [სქოლიო]

      a ჟანგბადი ქიმიურად ძალიან აქტიურია. მაგალითად, ის რეაქციაში შედის რკინასთან და წარმოქმნის ჟანგს, აგრეთვე ურთიერთქმედებს წყალბადთან და წარმოქმნის წყალს. ამინომჟავების წარმოქმნისას თავისუფალი ჟანგბადი დიდი რაოდენობით რომ ყოფილიყო ატმოსფეროში, ის მაშინვე შეურთდებოდა მათ და შექმნისთანავე დაშლიდა ამ ორგანულ მოლეკულებს.

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • სტენლი ლ. მილერმა, როცა მუშაობდა ჰაროლდ იურის ლაბორატორიაში, წყალბადის, ამიაკის, მეთანისა და წყლის ორთქლის ნარევი (მისი აზრით ასეთი იყო, პირველყოფილი ატმოსფერო) ჩაუშვა ჰერმეტულ კოლბაში, რომელშიც ჩასხმული იყო მდუღარე წყალი (ის ოკეანეს წარმოსახავდა) და ამ ნარევში ელექტრული განმუხტვა (ის ელვას წარმოსახავდა) მოახდინა. ერთ კვირაში გამოჩნდა მოწითალო ბლანტი ნივთიერება და ანალიზის შედეგად მილერმა აღმოაჩინა, რომ ის სავსე იყო ამინომჟავებით — ცილების შემადგენელი მოლეკულებით. თქვენ, ალბათ, უკვე გსმენიათ ამ ექსპერიმენტის შესახებ, ვინაიდან წლების მანძილზე მას იყენებენ სამეცნიერო ნაშრომებსა და სკოლის სახელმძღვანელოებში, თითქოს მისით აიხსნება დედამიწაზე სიცოცხლის დასაწყისი. მაგრამ მართლა ასე წარმოიშვა სიცოცხლე?

      სინამდვილეში, მილერის ექსპერიმენტს დღეს სერიოზული ეჭვის თვალით უყურებენ (იხილეთ „კლასიკური, მაგრამ საეჭვო“, გვერდები 36, 37).

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 35 გვერდზე]

      „[პაწაწინა ბაქტერიები] ადამიანს უფრო წააგავს, ვიდრე სტენლი მილერის ქიმიური ნივთიერებების ნარევს, ვინაიდან ბაქტერიას უკვე აქვს ბიოქიმიური ორგანიზმის თვისებები. ამიტომ უფრო ადვილია ბაქტერია გადაიქცეს ადამიანად, ვიდრე ამინომჟავების ნარევი ბაქტერიად“ (ბიოლოგიის პროფესორი ლინ მარგულისი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება