საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამბედაობა მოიკრიბეთ — იეჰოვა იქნება თქვენთან!
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 იანვარი
    • იეჰოვა იყო იესო ნავეს ძესთან

      5. რა სჭირდებოდა იესო ნავეს ძეს, თავისი დავალება რომ წარმატებით შეესრულებინა?

      5 მოდი, გადავინაცვლოთ დაახლოებით 3 500 წლით უკან. 40 წელი გადის, რაც წინასწარმეტყველი მოსე იეჰოვას დახმარებით მილიონობით ისრაელს ათავისუფლებს ეგვიპტის მონობიდან. 120 წლის ასაკში მოსე ადის ნებოს მთაზე და შორიდან ხედავს აღთქმულ მიწას. ის ნებოს მთაზე კვდება. მის საქმეს აგრძელებს იესო ნავეს ძე, რომელიც სავსეა „სიბრძნის სულით“ (კან. 34:1—9). ისრაელები სადაცაა შეუდგებიან ქანაანის დაპყრობას. კარგი წინამძღოლი რომ იყოს, იესო ნავეს ძეს სჭირდება ღვთიური სიბრძნე. მან იეჰოვასადმი რწმენაც უნდა გამოავლინოს და იყოს გაბედული და უშიშარი (კან. 31:22, 23).

      6. ა) რატომ გვჭირდება გამბედაობა იესო ნავეს ძის 23:6-ის თანახმად? ბ) რას ვსწავლობთ საქმეების 4:18—20-დან და საქმეების 5:29-დან?

      6 სიბრძნემ, გამბედაობამ და რწმენამ, რომლებიც იესო ნავეს ძემ ქანაანის დაპყრობის დროს გამოავლინა, გააძლიერა ისრაელები.

  • გამბედაობა მოიკრიბეთ — იეჰოვა იქნება თქვენთან!
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 იანვარი
    • 7. რა სჭირდებოდა იესო ნავეს ძეს, რომ ყოფილიყო გაბედული და წარმატებული?

      7 ღვთის ნების შესასრულებლად რომ გაბედულება გვქონდეს, უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. როდესაც იეჰოვამ იესო ნავეს ძე მოსეს მაგივრად დანიშნა, უთხრა: „მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი და გულდასმით შეასრულე მთელი კანონი, რაც მოსემ, ჩემმა მსახურმა გიბრძანა . . . არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:7, 8). იესო ნავეს ძემ გაითვალისწინა ეს რჩევა და მას „წარემართა გზა“. თუ მსგავსად მოვიქცევით, ვიქნებით გაბედული და წარმატებული ღვთის მსახურებაში.

      2013 წლის მუხლი: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი. . .შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 1:9)

      8. რომელი ბიბლიური მუხლიდან არის აღებული 2013 წლის მუხლი და როგორ დაგეხმარებათ ის თქვენ?

      8 იესო ნავეს ძე დიდად გაამხნევა იეჰოვას სიტყვებმა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:9). იეჰოვა ჩვენთანაც იქნება. ასე რომ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, ნუ შევძრწუნდებით და ნუ შევშინდებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი სიტყვები: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“. იესო ნავეს ძის 1:9-ში ჩაწერილი სიტყვები შეირჩა 2013 წლის მუხლად. ეს მუხლი და აგრეთვე რწმენისა და გაბედულების მაჩვენებელი ღვთის ერთგული მსახურების სიტყვები თუ მოქმედებები ნამდვილად გაგვაძლიერებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება