საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუ დაუშვებთ, რომ ავადმყოფობამ სიხარული დაგაკარგვინოთ
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • დღეს ღვთის ზოგიერთ მსახურს ქრონიკული ავადმყოფობა თუ ემოციური ტკივილი ძალას აცლის. მაგდალენას 18 წლის ასაკში სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზი დაუსვეს. ამ ავადმყოფობის დროს იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ის ამბობს: „თავზარი დამეცა. რაც დრო გადიოდა ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა — დამერღვა საჭმლის მონელება, პირის ღრუში წყლულები გამიჩნდა, ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად აღარ ფუნქციონირებდა“. იზაბელას კი ისეთ პრობლემასთან უწევს გამკლავება, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ის ამბობს: „ბავშვობიდან დეპრესიით ვიტანჯები. ამიტომ ხშირად პანიკური შიში მიპყრობს, სუნთქვა მიჭირს და მუცლის არეში სპაზმური ტკივილები მაქვს. შედეგად, აღარაფრის თავი აღარ მაქვს“.

      რეალობის პირისპირ

      ავადმყოფობამ და უძლურებამ შეიძლება სიცოცხლის ხალისი დაგაკარგვინოთ. ამ დროს კარგი იქნება, თუ დაჯდებით და გულწრფელად შეაფასებთ საკუთარ მდგომარეობას. შეზღუდულ შესაძლებლობებთან შეგუება შეიძლება ადვილი არ იყოს. მაგდალენა ამბობს: „ჩემი ავადმყოფობა პროგრესირებს. ხშირად იმდენად ძალაგამოცლილი ვარ, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგები. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მდგომარეობაში ვიქნები ხვალ, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ იეჰოვას მსახურებაში იმდენს ვერ ვაკეთებ, რამდენსაც ადრე ვაკეთებდი“.

      ზბიგნიევი ამბობს: „რაც წლები გადის, რევმატოიდული ართრიტი ენერგიას მართმევს და სახსრებს ერთი მეორეზე მიყოლებით მიზიანებს. ზოგჯერ დაავადების გამწვავებისას ელემენტარულ რამესაც კი ვერ ვაკეთებ. ამის გამო თავს დათრგუნულად ვგრძნობ“.

      რამდენიმე წლის წინ ბარბარას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის ამბობს: „ჩემს ორგანიზმში მოულოდნელი ცვლილებები განვითარდა. ზოგჯერ აპათია მიპყრობს; ხშირად თავი მტკივა და კონცენტრირება მიჭირს. ამ მდგომარეობის გამო ყველაფრის გადაფასება მომიწია“.

      ეს ადამიანები იეჰოვას მიძღვნილი მსახურები არიან. მათ ცხოვრებაში ღვთის ნების შესრულება პირველ ადგილზე დგას. ისინი ღმერთს სრულად ენდობიან და მისი მხარდაჭერით სარგებლობენ (იგავ. 3:5, 6).

  • ნუ დაუშვებთ, რომ ავადმყოფობამ სიხარული დაგაკარგვინოთ
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • მაგდალენა ლოცულობს და იეჰოვაზეა მინდობილი, რაც თავის ავადმყოფობასთან გამკლავებაში ეხმარება. ის ამბობს: „იეჰოვასთვის გულის გადაშლას ჩემთვის სიმშვიდე მოაქვს და სიხარულს მიბრუნებს. ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს ყოველდღიურად ღმერთზე მინდობა“ (2 კორ. 1:3, 4).

  • ნუ დაუშვებთ, რომ ავადმყოფობამ სიხარული დაგაკარგვინოთ
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • ბარბარა თავის ქალიშვილსა და კრების ახალგაზრდა დებზე ამბობს: „ისინი მსახურებაში მეხმარებიან. მათი გულმოდგინება გულს მიხარებს“. ზბიგნიევისთვის მეუღლის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ის ამბობს: „ოჯახში თითქმის ყველაფერზე ის ზრუნავს. მეუღლე ჩაცმაშიც მეხმარება და ხშირად ქრისტიანულ შეხვედრებზე ან მსახურებაში ჩემი ჩანთა მას დააქვს“.

      თანამორწმუნეები: თანამორწმუნეებთან ურთიერთობა გვამხნევებს და გვანუგეშებს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, როცა ავადმყოფობის გამო კრების შეხვედრებს ვერ ესწრებით? მაგდალენა ამბობს: „კრების წევრები ზრუნავენ იმაზე, რომ პროგრამას აუდიო ჩანაწერების საშუალებით მოვუსმინო. და-ძმები ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან, რამეში დახმარება ხომ არ მჭირდება. ისინი გამამხნევებელ წერილებსაც მიგზავნიან. ის, რომ მათ ყოველთვის ვახსოვარ და ფიქრობენ ჩემზე, ძალებს მმატებს და მეხმარება ტკივილის ატანაში“.

      იზაბელა, რომელიც დეპრესიით იტანჯება, ამბობს: «კრებაში მრავალი „მამა“ და „დედა“ მყავს, რომლებიც მისმენენ და ცდილობენ, გამიგონ. კრება ჩემი ოჯახია, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ და სიხარულს განვიცდი».

  • ნუ დაუშვებთ, რომ ავადმყოფობამ სიხარული დაგაკარგვინოთ
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • მაგდალენა აღნიშნავს: „ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს პრობლემაზე არ ვიყო კონცენტრირებული. ვცდილობ, გავიხარო იმ დღეებით, როცა თავს უკეთ ვგრძნობ. ძალიან მამხნევებს იმ და-ძმების ბიოგრაფიების კითხვა, რომლებმაც ქრონიკული ავადმყოფობის მიუხედავად, ერთგულება შეინარჩუნეს“. იზაბელას ძალებს მატებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას უყვარს და აფასებს. ის ამბობს: „ვგრძნობ, რომ საჭირო ვარ და არსებობს ის, ვისთვისაც უნდა ვიცოცხლო. აგრეთვე მაქვს მომავლის შესანიშნავი იმედი“.

      ზბიგნიევი ამბობს: „ავადმყოფობა თავმდაბლობასა და მორჩილებას მასწავლის. ჩემმა მდგომარეობამ გულისხმიერების გამოვლენა და მთელი გულით მიტევებაც მასწავლა. ახლა შემიძლია გავიხარო იეჰოვას მსახურებით ისე, რომ საკუთარი თავი არ მებრალებოდეს. ჩემი მიზანია, განვაგრძო სულიერი წინსვლა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება