-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
მეორე ის, რომ მომკელები გაიხარებდნენ. იესოს თქმით, მთესველები და მომკელები ერთად გაიხარებდნენ (იოან. 4:35ბ, 36). როგორც იესოს გაახარებდა ის, რომ „ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი“, ისე მისი მოწაფეები გაიხარებდნენ მკაში გულმოდგინე მონაწილეობით (იოან. 4:39—42).
-
-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
8. სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ რა ორ მნიშვნელოვან რამეს ჩასწვდნენ ჩვენი ძმები 1921 წელს?
8 „საგუშაგო კოშკის“ 1921 წლის დეკემბრის ნომერი იუწყებოდა: „წლევანდელი წელი საუკეთესოა. წინა წლებთან შედარებით 1921 წელს ჭეშმარიტება უფრო მეტმა მოისმინა“. ჟურნალი დასძენდა: „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია . . . დაე, ვიქადაგოთ მხიარული გულით!“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძმები ჩასწვდნენ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან რამეს, რაზეც იესომ თავის დროზე მოციქულებს ყურადღება გაუმახვილა — საქმე გადაუდებელია და მომკელები ხარობენ.
-