-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
იეჰოვა მოიხსენიებს თავისი ორგანიზაციისკენ შორიდან მომავალ ხალხს. იგი მიმართავს „ქალს“, რომელიც დღეს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს განასახიერებს: „დაინახავ და გაბრწყინდები, შენი გული გაიხარებს და სიხარულით აივსება, რადგან ზღვის სიმდიდრე შენკენ მოიქცევა და ხალხების ავლა-დიდება შენთან მოვა“ (ეს. 60:1, 4, 5, 9). რა ზედმიწევნით მართლდება ეს სიტყვები! იეჰოვას დიდი ხნის მსახურები სახეგაბრწყინებულნი არიან, რადგან ხედავენ, როგორ გადაიქცა მათ ქვეყნებში მცირე ათასად.
რა ახარებს იეჰოვას ყველა მსახურს
16, 17. რა არის მთესველისა და მომკელის სიხარულის ერთ-ერთი მიზეზი? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „როგორ დაიპყრო ორმა ბუკლეტმა ორი ამაზონელის გული“).
16 ალბათ გახსოვთ, რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს: „მომკელი . . . აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ“ (იოან. 4:36). რატომ გვახარებს მსოფლიო მკაში ერთობლივი მონაწილეობა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. განვიხილოთ სამი მათგანი.
17 პირველი მიზეზი ისაა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელს ვხედავთ. როცა სამეფოს შესახებ ვქადაგებთ, ვთესავთ თესლს (მათ. 13:18, 19). როცა ვინმეს ქრისტეს მოწაფედ გახდომაში ვეხმარებით, ვიმკით ნაყოფს. და როცა ვაკვირდებით, როგორ აღმოაცენებს და ზრდის იეჰოვა სამეფოს თესლს, ყველანი უსაზღვროდ ვხარობთ (მარ. 4:27, 28). ჩვენ მიერ მიმობნეულმა თესლმა შეიძლება მოგვიანებით გამოიღოს ნაყოფი და ის სხვამ მომკას. შესაძლოა თქვენც გქონიათ ისეთი შემთხვევა, როგორიც ერთ ბრიტანელ ქრისტიანს, ჯოანს ჰქონდა, რომელიც 60 წლის წინ მოინათლა. ის ამბობს: „ყოფილა შემთხვევები, ჩემთან მოსულან და უთქვამთ, რომ წლების წინ ვუქადაგე და მათ გულებში ჭეშმარიტების თესლი ჩავთესე. მოგვიანებით მათთან ბიბლიის შესწავლა დაუწყიათ მოწმეებს და დახმარებიან, რომ იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. მიხარია, რომ ჩემი ჩათესილი თესლი აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7).
18. სიხარულის რა მიზეზია ნახსენები 1 კორინთელების 3:8-ში?
18 სიხარულის მეორე მიზეზს პავლე მოციქული ასახელებს: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). საზღაურს ყველა მიიღებს შრომისთვის და არა შრომის შედეგებისთვის. როგორ გაამხნევებს ეს მათ, ვინც იქ მსახურობს, სადაც გამოხმაურება ნაკლებია. ჭეშმარიტების თესლის მთელი გულით მთესველ თითოეულ მოწმეს ღვთის თვალში „ბევრი ნაყოფი“ გამოაქვს და სასიხარულო სწორედ ეს არის (იოან. 15:8; მათ. 13:23).
19. ა) სიხარულის რა მიზეზს გვაძლევს მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება? ბ) რა უნდა გვახსოვდეს, რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ?
19 სიხარულის მესამე მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საქმე წინასწარმეტყველების შესრულებას ემსახურება. გავიხსენოთ, რა უპასუხა იესომ მოციქულებს კითხვაზე: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“. მან თქვა, რომ ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება მთელ მსოფლიოში ქადაგება იქნებოდა. იესო ამაში მოწაფეების მომზადებას არ გულისხმობდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:3, 14). ასე რომ, ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება, იგივე ჭეშმარიტების თესლის თესვაა. ამიტომ გვახსოვდეს: რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ, დამოწმებით მაინც დავამოწმებთ.d იმის მიუხედავად, გვეხმაურება თუ არა ხალხი, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში და პატივი გვაქვს, „ღვთის თანამშრომელნი“ ვიყოთ (1 კორ. 3:9). ესეც ხომ სიხარულის მიზეზია!
-
-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
21 როცა განვლილი 100 წლის მოვლენებს ვაანალიზებთ და ვხედავთ, როგორ იქცა ღვთის მსახურთა პატარა ჯგუფი „ძლიერ ხალხად“, გული სიხარულით გვევსება (ეს. 60:5, 22). დაე, ამ სიხარულითა და „სამკლის ბატონის“, იეჰოვას სიყვარულით, კვლავაც განვაგრძოთ მკაში მონაწილეობა და ეს უდიდესი მასშტაბის საქმე ბოლომდე მივიყვანოთ! (ლუკ. 10:2).
-