-
თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვასაგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
რომაელებმა იუდეველებს დიდი უფლებები მიანიჭეს. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „რომის იმპერიაში იუდაიზმს პრივილეგირებული სტატუსი ჰქონდა . . . იუდეველები რელიგიის თავისუფლებით სარგებლობდნენ და რომის ღვთაებების თაყვანისცემა არ მოეთხოვებოდათ. თავიანთ თემებში მათ თავიანთი კანონის მიხედვით შეეძლოთ ურთიერთობების დარეგულირება“ (Backgrounds of Early Christianity). ისინი სამხედრო სამსახურისგანაც თავისუფლები იყვნენ.a რომაელი მმართველების წინაშე ქრისტიანობის დაცვისას პავლემ ისარგებლა იმ უფლებებით, რომლებიც იუდეველთა რწმენის დასაცავად რომის კანონით იყო გათვალისწინებული.
-
-
თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვასაგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
a მწერალი ჯეიმზ პარკსი აღნიშნავს: „იუდეველებმა . . . შეინარჩუნეს თავიანთი წეს-ჩვეულებების დაცვის უფლება. ასეთ პრივილეგიაში განსაკუთრებული არაფერი იყო, რადგან რომაელები არ არღვევდნენ ტრადიციას და თავიანთი იმპერიის ამა თუ იმ ნაწილს მაქსიმალურად უტოვებდნენ თვითმმართველობის უფლებას“.
-