-
„ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ახ. წ. 30 წლის გაზაფხულია. პასექმა უკვე ჩაირა. იესო თავის მოწაფეებთან ერთად ტოვებს იერუსალიმს. თუმცა ისინი პირდაპირ მშობლიურ მხარეში, გალილეაში კი არ ბრუნდებიან, არამედ ისევ იუდეის მხარეში განაგრძობენ ქადაგებას, სადაც ბევრი უსმენს მათ და ინათლება. დაახლოებით ერთი წელია, რაც იოანე ნათლისმცემელიც იმავე საქმეს ასრულებს და ზოგი მისი მოწაფე ჯერ კიდევ მასთანაა; ისინი, სავარაუდოდ, კვლავ იორდანის ველზე არიან.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ იესო არავის ნათლავს, თუმცა ამ საქმეს იესოს მოწაფეები მისი ხელმძღვანელობით ასრულებენ. ამ დროს იესოც და იოანეც ერთი და იმავე საქმით არიან დაკავებული — ასწავლიან იუდეველებს, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ინანიებენ (საქმეები 19:4).
როდესაც იოანეს მოწაფეები ხედავენ, რამდენი ადამიანი უსმენს იესოსა და მის მოწაფეებს, შურთ მათი და იოანეს შესჩივიან: „ის [იესო], ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო . . . ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“ (იოანე 3:26). თუმცა მოწაფეებისგან განსხვავებით, იოანეს ნამდვილად არ შურს იესოსი.
-
-
„ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
როცა იესო იოანეს დაპატიმრების ამბავს იგებს, თავის მოწაფეებთან ერთად ტოვებს იუდეის მხარეს და გალილეისკენ იღებს გეზს (მათე 4:12; მარკოზი 1:14).
-