-
ღვთის სამეფო მოსპობს თავის მტრებსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
მათეს სახარებიდან, კერძოდ, ცხვრებისა და თხების შესახებ იგავიდან, ამ განაჩენის შესახებ დამატებით დეტალებს ვიგებთ (წაიკითხეთ მათეს 25:31—33, 46). ღვთის სამეფოს ერთგული მხარდამჭერები ცხვრებად ჩაითვლებიან და თავებს ასწევენ, რადგან ეცოდინებათ, რომ ახლოვდება მათი ხსნა (ლუკ. 21:28), სამეფოს მტრები კი თხებად ჩაითვლებიან და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას, რადგან მიხვდებიან, რომ „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მათ. 24:30; გამოცხ. 1:7).
-
-
ღვთის სამეფო მოსპობს თავის მტრებსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
იწყება არმაგედონის ომი
17. რა ელით თხებად შერაცხილებს არმაგედონში?
17 განაჩენის აღსრულება. არმაგედონი დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპი იქნება. იესო კიდევ ერთ დავალებას შეასრულებს. გარდა იმისა, რომ „ყველა ხალხის“ მოსამართლეა, ის განაჩენის აღმსრულებელიც გახდება, რადგან სასჯელს აღასრულებს მათზე, ვინც გასამართლებისას „თხების“ კატეგორიას მიაკუთვნა (მათ. 25:32, 33). ჩვენი მეფე „დიდ ბასრ მახვილს“ დაჰკრავს ხალხებს და ყველა თხად შერაცხილი, „მეფე“ იქნება თუ „მონა“, მარადიულად მოიკვეთება (გამოცხ. 19:15, 18; მათ. 25:46).
18. ა) როგორ შეიცვლება ცხვრებად შერაცხილთა მდგომარეობა? ბ) რით დააგვირგვინებს იესო თავის გამარჯვებას?
18 ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება მათთვის, ვინც გასამართლებისას იესომ „ცხვრების“ კატეგორიას მიაკუთვნა. ერთი შეხედვით დაუცველი „უამრავი ხალხი“, რომელიც სატანის მომხრეთა დიდ ლაშქარს ის-ის იყო უნდა გაეთელა, გადაურჩება თავდასხმას და თავს დააღწევს „დიდ გასაჭირს“ (გამოცხ. 7:9, 14).
-