საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 აგვისტო
    • „მიწა შეიძრა და ცა ჩამოიქცა“

      ბარაკი საქმეს შეუდგა. მან 10 000 მამაცი მეომარი შეკრიბა, რომლებიც სისერას შიშისმომგვრელი ჯარის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. ის მეომრებს თაბორის მთისკენ მიუძღვოდა იმაში დარწმუნებული, რომ მის გვერდით იყო ადამიანი, რომელიც გაამხნევებდა მათ. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „დებორაც მასთან ერთად ავიდა“ (მსაჯულები 4:10). წარმოიდგინეთ, რა შემართებას შესძენდა ჯარისკაცებს ამ ძლიერი რწმენის მქონე ქალის დანახვა, რომელიც თაბორის მთისკენ მათთან ერთად მიემართებოდა და რომელიც მზად იყო, იეჰოვას გულისთვის თავიც კი გაეწირა.

      როგორც კი სისერამ შეიტყო, რომ ისრაელები მის წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმულიყვნენ, მოქმედება დაუყოვნებლივ დაიწყო. მეფე იაბინის, იმ მიწაზე ყველაზე ძლევამოსილი ხელმწიფის, ჯარს საბრძოლო ძალა ქანაანის სხვა მეფეებმაც მიახმარეს. სისერას საომარი ეტლებისგან შემდგარი ესკადრონები, რომლებიც გუგუნით მოემართებოდნენ და მიწას აზანზარებდნენ, მთელ ველს მოედნენ. ქანაანელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისრაელების უსუსურ ჯარს თვალის დახამხამებაში გააცამტვერებდნენ (მსაჯულები 4:12, 13; 5:19).

      რას მოიმოქმედებდნენ ამ დროს ბარაკი და დებორა? შესაძლოა მათთვის თაბორის მთის ფერდობზე დარჩენა სტრატეგიულად მომგებიანი პოზიცია ყოფილიყო, რადგან ქანაანელებს საომარი ეტლების ეფექტურად გამოყენება მხოლოდ სწორ, გაშლილ ადგილას შეეძლოთ. ბარაკს სურდა, რომ ბრძოლა იეჰოვას მითითებისამებრ წარემართა, ამიტომ დებორასგან ნიშანს ელოდა. და აი, ამის დროც დადგა. დებორამ მას უთხრა: „ადექი, დღეს ჩაგიგდებს იეჰოვა ხელში სისერას. განა იეჰოვა არ მიგიძღვის წინ?!“. შემდეგ კი ვკითხულობთ: „ჩამოვიდა ბარაკი თაბორის მთიდან, უკან ათი ათასი კაცი მოჰყვებოდა“ (მსაჯულები 4:14).c

      ისრაელები მთიდან დაეშვნენ და პირდაპირ ქანაანელების გამანადგურებელი ეტლებისკენ გაემართნენ. წაუძღვა მათ იეჰოვა, როგორც ამას დებორა დაჰპირდა? რა თქმა უნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიწა შეიძრა და ცა ჩამოიქცა“. იეჰოვამ სისერას საამაყო ჯარს თავ-გზა აუბნია. მალე ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა, რომ წარმოქმნილმა ნიაღვრებმა მიწა მთლიანად დაფარა. ტალახში უიმედოდ ჩაფლული ქანაანელების რკინის მძიმე ეტლები უსარგებლო ნივთებად იქცა (მსაჯულები 4:14, 15; 5:4).

      სტიქიას ბარაკი და მისი ჯარი არ შეუჩერებია, რადგან იცოდნენ, ვინ გამოიწვია ეს ყოველივე. ისრაელები სისერას ჯარს დაედევნენ და როგორც ღვთის მეომრებმა, ქანაანელთა ჯარი მთლიანად გაანადგურეს. დახოცილთა გვამები აზვირთებულმა კიშონის ხევმა წალეკა და მათ დიდი ზღვის ფსკერზე სამუდამოდ დაუდო ბინა (მსაჯულები 4:16; 5:21).

      ბარაკი და მისი მეომრები თაბორის მთიდან ეშვებიან და სისერას ჯარს უტევენ

      როგორც დებორამ იწინასწარმეტყველა, იეჰოვამ იბრძოლა თავისი ხალხისთვის და დაამარცხა სისერას ჯარი

      მართალია, დღეს იეჰოვა თავის მსახურებს პირდაპირი გაგებით ბრძოლის ველზე აღარ აგზავნის, მაგრამ ის მათ სულიერ ბრძოლაში ჩაბმისკენ მოუწოდებს (მათე 26:52; 2 კორინთელები 10:4). თუ ვცდილობთ, დავემორჩილოთ იეჰოვას, ესე იგი, ამ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ღვთის მსახურები შესაძლოა საშინელ წინააღმდეგობებს შევხვდეთ, ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს სიმამაცის გამოვლენა. იეჰოვა არ შეცვლილა; ის კვლავაც მზად არის, დაიცვას თავისი მსახურები, რომლებიც დებორას, ბარაკისა და მამაცი მეომრების მსგავსად ძლიერ რწმენასა და ნდობას ავლენენ.

  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 აგვისტო
    • იეჰოვამ დებორას ისრაელისთვის დედობრივი მზრუნველობის გაწევა და ბარაკის, ძლიერი რწმენის მქონე კაცის, მოხმობა დაავალა, რათა ამ უკანასკნელს სისერას წინააღმდეგ გაელაშქრა (მსაჯულები 4:3, 6, 7; 5:7).

      წინასწარმეტყველი დებორა ელაპარაკება ბარაკს

      დებორა ამხნევებს ბარაკს, რათა იეჰოვას ხალხი მტრის ხელიდან დაიხსნას

      „წადი . . . და მოეფინე თაბორის მთას“, — ეს სიტყვები იეჰოვამ ბარაკს დებორას პირით შეუთვალა. მას ისრაელის ორი ტომიდან 10 000 კაცისთვის უნდა მოეყარა თავი. დებორამ ბარაკს ღვთის დაპირება გადასცა და უთხრა, რომ ისინი სძლევდნენ სისერასა და მის 900 საომარ ეტლს. ეს სიტყვები ბარაკს დიდად გააოცებდა, რადგან ისრაელს ფაქტობრივად, არც ჯარი ჰყავდა და არც სათანადო საბრძოლო აღჭურვილობა გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ბარაკი ბრძოლაზე დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით — მთაზე დებორაც უნდა გაჰყოლოდა (მსაჯულები 4:6—8; 5:6—8).

      ზოგის აზრით, ამ დროს ბარაკმა რწმენის ნაკლებობა გამოავლინა, რაც სინამდვილეს ნამდვილად არ შეესაბამება. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ მას იეჰოვასთვის უფრო მეტი იარაღი არ უთხოვია. პირიქით, ბარაკი, როგორც ძლიერი რწმენის მქონე კაცი, ხედავდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას წარმომადგენლის ბრძოლის ველზე ყოფნა, რომელიც მას და მის მებრძოლებს გაამხნევებდა (ებრაელები 11:32, 33).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება