საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 5/8 გვ. 16
  • გარეგნობას ხომ არ უყურებ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გარეგნობას ხომ არ უყურებ?
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • მსგავსი მასალა
  • „იეჰოვა გულს ხედავს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • გრძელი სამოსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მან გაუძლო განსაცდელებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • სამუელი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შეუპოვარი დამცველი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 5/8 გვ. 16

გარეგნობას ხომ არ უყურებ?

აფასებ წიგნს სათაურის მიხედვით? შეიძლება მოტყუვდე. ამას რომ თავი აარიდო, ჯერ მის სარჩევს გადახედე. ეს ნათლად არის ნაჩვენები თურქული ხალხური ზღაპრის გმირის, მოლა ნასრედინის (თურქულად მოლა „მასწავლებელს“ ნიშნავს), ერთ შემთხვევაში. ის „ცბიერიცაა და გულუბრყვილოც, გონიერიც და სულელიც. . . ღვთის მოშიშია, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანური სისუსტეების მქონეც“. მას „ცხოვრება მოულოდნელ სიძნელეებს უქმნის, საიდანაც დაუძლეველი გამოდის“, — ნათქვამია ჯონ ნუნენის სტატიაში „მოლას ამბები“ (Aramco World, 1997 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში).

როგორც ერთი ამბავი მოგვითხრობს, ერთხელ მოლა ფაშასთან გაემგზავრა ნადიმზე. „მოუქნელი [ნასრედინი] ცხენიდან ჩამოვიდა და უშველებელ კარზე დააკაკუნა. როდესაც კარი გაუღეს, დაინახა, რომ ნადიმი უკვე დაწყებული იყო. მაგრამ სანამ თავს წარუდგენდა, მასპინძელმა, რომელიც მგზავრობისგან დასვრილ ტანსაცმელზე მისჩერებოდა, მკვახედ უთხრა, რომ მათხოვრებს არ ღებულობდნენ“.

ნასრედინი გამოვიდა იქიდან, მივიდა თავის ხურჯინთან და «გამოეწყო მშვენიერ სამოსში: ბეწვით გაწყობილი აბრეშუმის საუცხოო მოსასხამსა და დიდ აბრეშუმის ჩალმაში. ამგვარად გამოწყობილი, დაბრუნდა კართან და ისევ დააკაკუნა.

ახლა მასპინძელი თბილად შეხვდა. მოსამსახურეებმა ძვირფასი კერძები მიართვეს. მოლა ნასრედინმა ერთი ჯამი კერძი მოსასხამის ჯიბეში ჩაისხა. სხვა სტუმრების გასაოცებლად, შემწვარი ხორცის ნაჭრები ჩალმაში ჩაყარა. შემდეგ თავისი შეძრწუნებული მასპინძლის თანდასწრებით ფლავიან თეფშში მოსასხამის ბეწვი ჩაყო და თან ხმამაღლა უთხრა: „ჭამე, ბეწვო, ჭამე!“.

— რას ნიშნავს ეს? — ჰკითხა მასპინძელმა.

— ძვირფასო ბატონო, ჩემს ტანსაცმელს ვაჭმევ. როგორც ნახევარი საათის წინ შენი მოქმედებიდან დავინახე, შენი სტუმართმოყვარეობის მიზეზი მე კი არა ვარ, არამედ ჩემი ტანსაცმელია! — უპასუხა მოლამ».

რამდენად ხშირად ვაფასებთ უარყოფითად ან დადებითად მხოლოდ გარეგნობის მიხედვით. როდესაც წინასწარმეტყველი სამუელი ფიქრობდა, რომ დავითის ძმა, ელიაბი, უნდა ყოფილიყო იეჰოვას მიერ არჩეული ისრაელის შემდეგი მეფე, იეჰოვამ უთხრა მას: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). დიახ, იეჰოვა აფასებს გულის მდგომარეობის მიხედვით და არა გარეგნობის მიხედვით. შენ რის მიხედვით აფასებ?

[სურათი 16 გვერდზე]

იეჰოვამ გააფრთხილა სამუელი, რომ გარეგნობით არ მოტყუებულიყო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება