-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მოსამართლეები ათასი წლით
8, 9. რას გვეუბნება იოანე მათზე, ვინც ტახტებზე სხედან, და ვინ არიან ისინი?
8 ათასი წლის შემდეგ სატანა ცოტა ხნით გათავისუფლდება უფსკრულიდან. რატომ? სანამ იოანე ამ კითხვაზე გვიპასუხებს, ის მოგვითხრობს, რა უნდა მოხდეს ათასწლიანი პერიოდის დასაწყისში: „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა“ (გამოცხადება 20:4ა). ვინ არიან ისინი, ვინც ტახტებზე სხედან და ზეცაში განდიდებულ იესოსთან ერთად მმართველობენ?
9 ისინი არიან წმინდები, რომლებიც დანიელის სიტყვების თანახმად „კაცის ძის მსგავსთან“ ერთად მმართველობენ მის სამეფოში (დანიელი 7:13, 14, 18). ისინი იმ 24 უხუცესს წარმოადგენენ, რომლებიც ზეციერ ტახტებზე სხედან იეჰოვას წინაშე (გამოცხადება 4:4). მათ შორის არის 12 მოციქული, რომლებსაც იესო დაჰპირდა: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“ (მათე 19:28). მათთან ერთად არიან პავლე და კორინთელი ქრისტიანები, რომლებიც ერთგულები დარჩნენ (1 კორინთელები 4:8; 6:2, 3). მათ რიცხვს განეკუთვნებიან ლაოდიკეის კრების ის წევრებიც, რომლებიც ‘მძლეველები’ გახდნენ (გამოცხადება 3:21).
10. ა) როგორ აღწერს იოანე 144 000 მეფეს? ბ) იოანეს სიტყვებიდან გამომდინარე, ვინ იქნება 144 000 მეფეს შორის?
10 ცხებული ‘მძლეველებისთვის’, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ მომზადებულია 144 000 ტახტი (გამოცხადება 14:1, 4).
-
-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
13. ა) დროის რა პერიოდს მოიცავს 144 000-ის ათასწლიანი მეფობა, და რატომ? ბ) ჰიერაპოლისელი პაპიასის აზრით, რამდენ ხანს გრძელდება ათასი წელი? (იხილეთ სქოლიო)
13 ისინი ათას წელიწადს იქნებიან მეფეები და მოსამართლეები. პირდაპირი გაგებით ათას წელზეა აქ საუბარი თუ სიმბოლური გაგებით ათას წელზე, ანუ დროის განუსაზღვრელ, დიდ პერიოდზე? ათასი შეიძლება მართლაც დიდ და განუსაზღვრელ რიცხვს გულისხმობდეს, როგორც ეს 1 სამუელის 21:11-დან ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ათასი წელი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან დედანში გამოცხადების 20:5—7-ში სიტყვა „ათასი“ სამჯერ გვხვდება და სამჯერვე განსაზღვრული არტიკლით. პავლემ ამ სასამართლოს დროს დღე უწოდა: „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31). პავლე გვეუბნება, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასამართლოს დღე პირდაპირი გაგებით ათასწლიანი იქნებაc (2 პეტრე 3:8).
-
-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ისინი ათას წელს იმსახურებენ იესოსთან ერთად როგორც მოსამართლეები და სიყვარულით დაეხმარებიან მორჩილ ადამიანებს, რომ მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიონ (იოანე 3:16).
-