-
შეიძულეთ „სატანის სიღრმეები“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
უხუცესები ფხიზლობენ, რომ კრებაში ფეხი არ მოიკიდოს არათეოკრატიულმა აზროვნებამ და უწმინდურებამ. ისინი ცდილობენ, დაეხმარონ როგორც ძმებს, ისე დებს, რომლებიც ამ საშიშროების წინაშე დგანან, რომ სულიერად გაძლიერდნენ და დროულად გამოსწორდნენ (გალატელები 5:16; 6:1). ეს ქრისტიანი ზედამხედველები სიყვარულით და, ამავე დროს, მტკიცედ მოქმედებენ, რომ ქალები თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლ ჯგუფებად არ გაერთიანდნენ. გარდა ამისა, დროდადრო დროული რჩევები იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებშიც იბეჭდებაa.
12. იეჰუს მსგავსად როგორ ავლენს შემართებას იოანეს კლასი?
12 თუ ვინმე უზნეობას სჩადის და, განსაკუთრებით, თუ ეს ჩვევად ექცა, ეს მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან უნდა გაირიცხოს.
-
-
შეიძულეთ „სატანის სიღრმეები“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ისინი, ვინც ამ ქალების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, დიდ უბედურებას დაიტეხენ თავს — დამწუხრდებიან გარიცხვის, ქრისტიანული კრებიდან მოკვეთის გამო, რადგან სულიერად მკვდრები იქნებიან. თუ ისინი არ მოინანიებენ, არ მობრუნდებიან და არ აღდგებიან კრებაში, პირდაპირი გაგებითაც „სასიკვდილო ჭირით“ სიკვდილი ელოდებათ, დღეს თუ არა, დიდი გასაჭირის დროს მაინც. თუმცა ჯერ კიდევ შეუძლიათ უკან დაბრუნება, თუ ბოლომდე მოინანიებენ თავიანთ არასწორ საქციელს (მათე 24:21, 22; 2 კორინთელები 7:10).
14. ა) როგორ იყენებს იესო უხუცესებს გარკვეული პრობლემების, მაგალითად, იზებელის გავლენის აღმოსაფხვრელად? ბ) როგორ უნდა დაუჭიროს მხარი კრებამ უხუცესებს, რომლებიც მსგავს პრობლემებს წყვეტენ?
14 „ყველა კრებამ“ უნდა იცოდეს, რომ იესო იკვლევს „თირკმელებს“, ანუ ყველაზე ღრმა გრძნობებს, და „გულებს“, ანუ შინაგან ადამიანს და მისი გულის ზრახვებს. ამიტომ იესო თავისი „ვარსკვლავების“ ანუ უხუცესების დახმარებით აღმოფხვრის გარკვეულ პრობლემებს, მაგალითად, კრებაში იზებელის ნებისმიერ გავლენას (გამოცხადება 1:20). მას შემდეგ, რაც უხუცესები საგულდაგულოდ განიხილავენ მსგავს საქმეს, მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს. ყველა თავმდაბლობით უნდა შეხვდეს უხუცესების გადაწყვეტილებას და მხარი უნდა დაუჭიროს კრების „ვარსკვლავებს“. თუ იეჰოვას ერთგულები ვართ და მზადყოფნით ვემორჩილებით ორგანიზაციაში დადგენილ წესრიგს, აუცილებლად დავჯილდოვდებით (ფსალმუნი 37:27—29; ებრაელები 13:7, 17).
-