-
რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენადმარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
ღმერთის სამართლიანი ნორმები მოითხოვს პროპორციულობას, ‘სიცოცხლეს სიცოცხლის წილ’ (გამოსვლა 21:23). ამიტომ, დაკარგული სიცოცხლის სანაცვლოდ უნდა შეეწირათ სიცოცხლე. მაგრამ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ დააკმაყოფილებდა ამას. ფსალმუნის 48:8, 9 არასრულყოფილი კაცობრიობის შესახებ ამბობს: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე“. ამიტომ, არის თუ არა სიტუაცია უიმედო? არავითარ შემთხვევაში.
11. ა) რას ნიშნავს ებრაულ ენაზე სიტყვა „გამოსასყიდი“? ბ) მხოლოდ ვის შეეძლო კაცობრიობის გამოსყიდვა და რატომ?
11 ებრაულ ენაზე, სიტყვა „გამოსასყიდი“ ნიშნავს თანხას, რომელსაც იხდიან, რათა იხსნან ტყვე და ის აგრეთვე მიუთითებს ეკვივალენტზე. მხოლოდ სრულყოფილი სიცოცხლის მქონე ადამიანს შეეძლო შემოეთავაზებინა იმის ეკვივალენტი, რაც ადამმა დაკარგა. ადამის შემდეგ, ერთადერთი სრულყოფილი პიროვნება, რომელიც დაიბადა დედამიწაზე, იყო იესო ქრისტე. ამიტომ უწოდებს ბიბლია იესოს ‘უკანასკნელ ადამს’ და გვარწმუნებს, რომ ქრისტემ „თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად“ (1 კორინთელთა 15:45; 1 ტიმოთე 2:5, 6). მაშინ, როდესაც ადამმა მემკვიდრეობით სიკვდილი გადასცა თავის შვილებს, იესოს მიერ გადმოცემული მემკვიდრეობა არის მარადიული სიცოცხლე. პირველი კორინთელთა 15:22 ხსნის: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“. ამიტომ, იესოს სათანადოდ ეწოდება „მარადისობის მამა“ (ესაია 9:5, 6).
-
-
რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენადმარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
იესოს სიკვდილი აგრეთვე გვასწავლის, რომ იეჰოვა არის სრულყოფილი სამართლიანობის ღმერთი (მეორე რჯული 32:4). ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, თუ რატომ არ აარიდა ღმერთმა თავი საკუთარი სამართლიანობის პრინციპებს, რომელებიც მოითხოვდა სიცოცხლეს სიცოცხლის წილ და რატომ არ უგულებელყო საფასური, რომელიც მოითხოვებოდა ადამის ცოდვილი მოქმედების შედეგად. მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა ყოველთვის თავისი კანონების ერთგულია და მიჰყვება მას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს.
-