საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივლისი
    • კარმაა ტანჯვის გამომწვევი მიზეზი?

      თუ ინდუსს ან ბუდისტს ამ ჟურნალის გარეკანზე დასმულ კითხვას დაუსვამდით, ის ალბათ ასეთ პასუხს გაგცემდათ: „კარგ ადამიანებს კარმის კანონის გამო ემართებათ ცუდი. ისინი წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვის ნაყოფს იმკიან“.c

      კარმის კანონზე მსჯელობისას ძალიან დაგვეხმარება ბიბლიაში მოცემული ღვთის თვალსაზრისი სიკვდილზე. ედემის ბაღში, სადაც ადამიანთა მოდგმას მიეცა დასაბამი, შემოქმედმა პირველ კაცს, ადამს უთხრა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ადამს რომ ღმერთისთვის მოესმინა და არ შეეცოდა, მარადიულად იცოცხლებდა. სიკვდილი იყო სასჯელი, რომელიც ღვთის კანონის უგულებელყოფას მოჰყვა. შემდეგ კი, როდესაც ადამიანები გამრავლდნენ, „სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). ბიბლიაში ისიც წერია, რომ „ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიკვდილი აბათილებს სიცოცხლეში ჩადენილ ნებისმიერ ცოდვას.

      მილიონებს სჯერათ, რომ ადამიანთა ტანჯვა კარმით არის გამოწვეული. ამ კონცეფციის მიმდევარი, როგორც წესი, დიდად არ წუხს თავსდატეხილ ტანჯვაზე ან სხვების უბედურებაზე. ფაქტია, კარმის შესახებ სწავლება არანაირ იმედს აღარ ტოვებს იმისას, რომ უბედურება ოდესმე შეწყდება. ბევრს სწამს, რომ ერთადერთი შველა კარმის ტყვეობიდან თავის დასაღწევად, არის ხელახლა დაბადებისას საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების დაცვა და განსაკუთრებული შემეცნების მიღება. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრებები ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ბიბლია ამბობს.d

  • რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივლისი
    • c იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი „კარმის კანონს“, იხილეთ ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, გვ. 8—12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      d იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ბიბლია მკვდრების მდგომარეობაზე, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი 6 და 7.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება