საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ფილადელფიის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო წმინდა და ჭეშმარიტი, ვისაც აქვს დავითის გასაღები და ვინც ისე აღებს, რომ ვერავინ დაკეტავს და ისე კეტავს, რომ ვერავინ გააღებს“ (გამოცხადება 3:7).

  • „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „დავითის გასაღები“

      4, 5. რა შეთანხმებას უკავშირდებოდა „დავითის გასაღები“?

      4 იესოს „დავითის გასაღები“ აქვს, რომლითაც „ისე აღებს, რომ ვერავინ დაკეტავს და ისე კეტავს, რომ ვერავინ გააღებს“. რა არის „დავითის გასაღები“?

      5 იეჰოვამ ისრაელის მეფე დავითთან დადო შეთანხმება მარადიულ სამეფოზე (ფსალმუნი 89:1—4, 34—37). ძვ. წ. 1070 წლიდან ძვ. წ. 607 წლამდე მეფობდნენ დავითი და მისი შთამომავლობები და იეჰოვას ტახტზე ისხდნენ იერუსალიმში. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ამ სამეფოში ბოროტებამ მოიკიდა ფეხი, ღმერთმა განაჩენი გამოუტანა ისრაელებს და დასაჯა ისინი. ასე დაიწყო იეჰოვამ ეზეკიელის 21:27-ში ჩაწერილი თავისი წინასწარმეტყველების შესრულება: „ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას [მიწიერ იერუსალიმს]! არავისი არ იქნება ის [დავითის სამეფო ხაზის კვერთხი], სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“.

      6, 7. როდის და როგორ გამოჩნდებოდა „კანონით უფლებამოსილი“?

      6 როდის და როგორ გამოჩნდა „კანონით უფლებამოსილი“? როგორ მიეცემა მას დავითის კვერთხი?

      7 დაახლოებით 600 წლის შემდეგ მეფე დავითის შთამომავალი იუდეველი ქალწული მარიამი წმინდა სულით დაორსულდა. ღმერთმა ანგელოზი გაბრიელის მეშვეობით მარიამს შეატყობინა, რომ ეყოლებოდა ვაჟი, რომელსაც იესოს დაარქმევდნენ. გაბრიელმა თქვა: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:31—33).

      8. როგორ დაამტკიცა იესომ, რომ დავითის ტახტის ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა?

      8 ახ. წ. 29 წელს იესო მდინარე იორდანეში მოინათლა და მასზე წმინდა სული გადმოვიდა. მაშინ ცხო ღმერთმა იგი, როგორც მომავალი მეფე დავითის ხაზიდან. ის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სამაგალითო გულმოდგინებით ქადაგებდა, რისი კეთებაც თავის მოწაფეებსაც დაავალა (მათე 4:23; 10:7, 11). იესომ თავი დაიმდაბლა და წამების ძელზეც კი მოკვდა, რითაც დაამტკიცა, რომ დავითის ტახტის ღირსეული მემკვიდრე იქნებოდა. იეჰოვამ იესო მკვდრეთით აღადგინა, როგორც უკვდავი სული, აღამაღლა და ზეცაში თავის მარჯვნივ დასვა; დანიშნულ დროს კი იესო თავისი უფლებით ისარგებლებდა, რათა ‘ებატონა თავის მტრებს შორის’ (ფსალმუნი 110:1, 2; ფილიპელები 2:8, 9; ებრაელები 10:13, 14).

      9. როგორ გააღებდა და როგორ დაკეტავდა კარს იესო დავითის გასაღებით?

      9 იესო გამეფებამდე დაიწყებდა დავითის გასაღების გამოყენებას და ღვთის სამეფოს კარს გახსნიდა. იეჰოვა იესოს მეშვეობით გაათავისუფლებდა დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს „სიბნელის ძალაუფლებისგან“ და „თავისი საყვარელი ძის სამეფოში“ გადაიყვანდა (კოლოსელები 1:13, 14). იესო გასაღებს იმისთვისაც გამოიყენებდა, რომ ორგულთათვის კარი დაეკეტა (2 ტიმოთე 2:12, 13). რაკი იესოს, დავითის ტახტის უცვლელ მემკვიდრეს, იეჰოვა უჭერს მხარს, ვერავინ შეუშლის ხელს თავისი საქმის შესრულებაში (შეადარეთ მათეს 28:18—20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება