საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოთხი მხედარი ჯირითობს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „მათ მიცემული ჰქონდათ ძალაუფლება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რათა დაეხოცათ დიდი მახვილით, შიმშილით, სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით“ (გამოცხადება 6:8ბ).

  • ოთხი მხედარი ჯირითობს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 29, 30. ა) როგორ შეიძლება დავუკავშიროთ დღევანდელობას ეზეკიელის 14:21-ში მოხსენიებული ოთხი მკაცრი სასჯელი? ბ) რას შეიძლება გულისხმობდეს გამოცხადების 6:8-ში მოხსენიებული მხეცები? გ) როგორც ჩანს, რა არის ამ წინასწარმეტყველური სურათის მთავარი აზრი?

      29 იოანეს ხილვაში მოხსენიებული იყო უდროო სიკვდილის მეოთხე მიზეზი — მხეცები. მეოთხე ბეჭდის ახსნისას მოხსენიებული ომი, შიმშილი, დაავადებები და მხეცები ძველად უდროო სიკვდილის მთავარი მიზეზები იყო. ისინი დღესაც იწვევენ უდროო სიკვდილს. ეს იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ გაფრთხილებას ჰგავს: „იგივე მოხდება, როცა ოთხ მკაცრ სასჯელს — მახვილს, შიმშილს, მძვინვარე მხეცებსა და ჭირს — მოვუვლენ იერუსალიმს ადამიანისა და პირუტყვის მოსასპობად“ (ეზეკიელი 14:21).

      30 დღეს ახალ ამბებში იშვიათად თუ მოვისმენთ, რომ მხეცმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუ არ ჩავთვლით ტროპიკულ ქვეყნებს. მომავალში მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ომის შედეგად მიწის გაუდაბურების ან იმის გამო, რომ შიმშილისგან დასუსტებული ადამიანები იოლად ვეღარ მოიგერიებენ დამშეულ მხეცებს. გარდა ამისა, დღეს მრავალი ადამიანი უგუნური ცხოველების მსგავსად ისეთ მხეცურ თვისებებს ავლენს, რაც სრულიად განსხვავდება ესაიას 11:6—9-ში აღწერილი სურათისგან. უმეტესად სწორედ ასეთი ადამიანები არიან დამნაშავეები, რომ სქესობრივმა ძალადობამ, მკვლელობამ, ტერორიზმმა და დაბომბვამ გლობალური ხასიათი მიიღო (შეადარეთ ეზეკიელის 21:31; რომაელების 1:28—31; 2 პეტრეს 2:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება