-
„სიკეთის კანონმა“ დაიცვას თქვენი ენასაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
-
-
სიკეთე, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანები ავლენენ, შეიძლება უცხოების მიმართაც გამოვლინდეს. ხომალდის მსხვრევის შემდეგ პავლე მოციქული და სხვა 275 ადამიანი კუნძულ მალტაზე აღმოჩნდნენ. კუნძულის მცხოვრებლებმა სწორედ ასეთი სიკეთე გამოავლინეს მათ მიმართ მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდნენ (საქ. 27:37—28:2). სიკეთე, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ, უფრო მეტს მოიცავს და ვლინდება მათ შორის, ვისაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვს.a
-
-
„სიკეთის კანონმა“ დაიცვას თქვენი ენასაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
-
-
9. რა საფუძვლიანი მიზეზი აქვთ იეჰოვას მსახურებს, რომ სიკეთე გამოავლინონ ცხოვრების ყველა სფეროში?
9 ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ იეჰოვა სიკეთეს ანუ ერთგულ სიყვარულს ავლენს მათ მიმართ, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. მაგრამ როგორ ეპყრობა იეჰოვა მათ, ვისაც მასთან ასეთი ურთიერთობა არა აქვს? მკაცრი და უმოწყალოა მათ მიმართ? არა, რადგან ლუკას 6:35-ში ნათქვამია: „იგი [ღმერთი] უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“. „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45). ვიდრე ჭეშმარიტებას გავიგებდით და მას ცხოვრებას შევუსაბამებდით, იეჰოვა ჩვენდამი ისეთივე სიკეთეს ავლენდა, როგორსაც ჩვეულებრივ ყველას მიმართ ავლენს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი თაყვანისმცემლები გავხდით, ის ჩვენ მიმართ ერთგულ სიყვარულს ანუ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ავლენს (წაიკითხეთ ესაიას 54:10).
-