საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარული
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 13. ა) რა შესანიშნავ სურათს ხატავს ესაია? ბ) საიდან ვიცით, რომ ესაიას მიერ აღწერილ მშვიდობაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ საფრთხეს არავის შეუქმნიან გარეული ცხოველები?

      13 ახლა ესაია მომავლის შესანიშნავ სურათს ხატავს და აღწერს, რა ცვლილებებს მოახდენს ღმერთი: «დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით [„იეჰოვას შესახებ შემეცნებით“, აქ], როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული» (ესაია 11:6—9). განა გულს არ გვითბობს ეს სიტყვები? ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ აღწერილი მშვიდობა იეჰოვას შესახებ შემეცნების შედეგია. აქედან გამომდინარე, მასში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ საფრთხეს არავის შეუქმნიან გარეული ცხოველები. იეჰოვას შესახებ შემეცნება ცხოველებს კი არ შეცვლის, არამედ ადამიანებზე მოახდენს გავლენას. ასე რომ, სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე და აღდგენილ ქვეყანაში არც მხეცების და არც გამხეცებული ადამიანების შიში არ უნდა ჰქონდეთ ისრაელებს (პირველი ეზრა 8:21, 22; ესაია 35:8—10; 65:25).

  • მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარული
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 15. უნდა მოველოდეთ თუ არა, რომ ესაიას სიტყვები ახალ ქვეყნიერებაში პირდაპირი მნიშვნელობით შესრულდება? ახსენით.

      15 შესრულდება თუ არა ესაიას წინასწარმეტყველება აღდგენილ სამოთხეში კიდევ ერთხელ, შესაძლებელია, უფრო პირდაპირი მნიშვნელობით? გონივრულია, რომ ასე ვივარაუდოთ. წინასწარმეტყველება იმავეს ჰპირდება მესიის მმართველობის დროს მცხოვრებთ, რასაც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელებს აღუთქვამდა — მათ და მათ შვილებს ვერავინ და ვერაფერი, ვეღარც ადამიანი და ვეღარც ცხოველი, შეუქმნის საფრთხეს. მესიანურ სამეფოში ყველა ისეთივე მშვიდობით გაიხარებს, როგორი მშვიდობითაც ადამი და ევა ხარობდნენ ედემში. მართალია, საღვთო წერილი დაწვრილებით არ აღწერს, როგორი ცხოვრება იყო ედემში ან როგორი იქნება სამოთხეში, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბრძენი და მოსიყვარულე მმართველის, იესო ქრისტეს, მეფობის დროს ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება