-
ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლადღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
დამალული განძის პოვნით გახარებული კაცის მსგავსად, ქრისტიანები ხარობენ სამეფოს შესახებ ნაპოვნი ჭეშმარიტებით (იხ. აბზაცი 20)
20. დამალული განძის მაგალითით ახსენით, როგორ უნდა გამოხმაურებოდნენ იესოს მიმდევრები მოწოდებას: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“.
20 იესომ იცოდა, რომ მისი მიმდევრები გაითვალისწინებდნენ მის რჩევას და სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებდნენ. გავიხსენოთ იესოს მაგალითი დამალული განძის შესახებ (წაიკითხეთ მათეს 13:44). ერთი კაცი მინდორში პოულობს დამალულ განძს და მაშინვე ხვდება მის ფასს. რას აკეთებს ის ამის შემდეგ? „გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“. რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? როდესაც ვპოულობთ ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ და ვხვდებით მის ფასს, ჩვენ სიხარულით მივდივართ ნებისმიერ მსხვერპლზე, რათა სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დავაყენოთ.d
-
-
ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლადღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
d იესომ მსგავსი მაგალითი მოიყვანა დიდვაჭარზე, რომელიც ძვირფას მარგალიტს ეძებს, და როგორც კი პოულობს, მის შესაძენად მთელ თავის საბადებელს ყიდის (მათ. 13:45, 46). ამ ორი მაგალითიდან ვიგებთ, რომ ადამიანმა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება შეიძლება სხვადასხვა გზით გაიგოს. ზოგი, ასე ვთქვათ, შემთხვევით აწყდება მას, ზოგიც — ეძებს. მთავარი ის კი არ არის, ვინ როგორ ვიპოვეთ ჭეშმარიტება, მთავარია მზადყოფნით გავიღოთ მსხვერპლი სამეფოს პირველ ადგილზე დასაყენებლად.
-