საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა — კავშირების დამდები ღმერთი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • 9. ა) რომელი ოთხი რამ აღუთქვა იეჰოვამ ისრაელებს აბრაამთან დადებული კავშირის მეშვეობით? ბ) რა შემდგომი პერსპექტივა მისცა ისრაელს იეჰოვასთან დადებულმა კავშირმა და რა პირობით?

      9 იეჰოვამ ისრაელებს აუხსნა კავშირის პირობები: «ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას [„კავშირს“, აქ], ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით» (გამოსვლა 19:5, 6). იეჰოვა დაჰპირდა, რომ აბრაამის თესლი 1) დიდ ხალხად იქცეოდა, 2) მტრებზე გაიმარჯვებდა, 3) ქანაანის ქვეყანას დაიმკვიდრებდა და 4) მისი მეშვეობით იკურთხებოდა სხვა ერები. მაშინ მან გამოუცხადა, რომ, თუ მის კანონებს დაემორჩილებოდნენ, როგორც მის განსაკუთრებულ ხალხს, ისრაელს, ‘მღვდელთა სამეფოს და წმინდა ერს’, შეეძლოთ მიეღოთ ეს კურთხევები. თანახმანი იყვნენ თუ არა ისრაელები ამ კავშირში შესვლაზე? მათ ერთხმად უპასუხეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ (გამოსვლა 19:8).

  • იეჰოვა — კავშირების დამდები ღმერთი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • 12 გახდა ისრაელი ‘მღვდელთა სამეფოდ’? კავშირის დადების შემდეგ ის იყო სამეფო, რომელსაც ზეციერ მეფედ იეჰოვა ჰყავდა (ესაია 33:22). შემდეგ რჯულის კავშირში ადამიანი მეფის შესახებ დებულებებიც იქნა ჩართული; ასე რომ, მოგვიანებით იეჰოვას წარმომადგენლები იერუსალიმში მმართველი მეფეები იყვნენ (მეორე რჯული 17:14–18). მაგრამ იყო თუ არა ისრაელი მღვდელთა სამეფო? ისრაელში იყო სამღვდელოება, რომელიც კარავში წმინდა მსახურებას ასრულებდა. კარავი (მოგვიანებით ტაძარი) როგორც ისრაელებისთვის, ისე არაისრაელებისთვისაც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. და ისრაელი ერი კაცობრიობისთვის ჭეშმარიტების გადამცემ ძირითად არხს წარმოადგენდა (მეორე ნეშტთა 6:32, 33; რომაელთა 3:1, 2). ყველა ერთგული ისრაელი და არა მხოლოდ ლევიანი მღვდლები, იეჰოვას „მოწმენი“ იყვნენ. ისრაელები იეჰოვას „მორჩილნი“, ‘მის სადიდებლად გამოსახულნი’ იყვნენ (ესაია 43:10, 21). მრავალი თავმდაბალი არაისრაელი ხედავდა იეჰოვას მიერ თავისი ხალხის სასარგებლოდ გამოვლენილ ძალას და წმინდა თაყვანისმცემლობა იზიდავდა. ისინი პროზელიტები გახდნენ (იესო ნავეს ძე 2:9–13). მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები მსახურობდნენ ცხებულ მღვდლებად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება