-
ეტლები და გვირგვინი დაგვიცავსსაგუშაგო კოშკი — 2017 | ოქტომბერი
-
-
ზაქარიას 6:1—3). წარმოიდგინეთ, რომ სპილენძის ორ მთას შორის საბრძოლველად გამზადებული ოთხი ეტლი გამოდის.
-
-
ეტლები და გვირგვინი დაგვიცავსსაგუშაგო კოშკი — 2017 | ოქტომბერი
-
-
7, 8. ა) რაზე მიანიშნებს ორი მთა? ბ) რატომ არის ისინი სპილენძის?
7 ბიბლიაში მთები ხშირად სამეფოებს ან მთავრობებს განასახიერებს. ზაქარიას ხილვაში ნანახი მთები ძალიან ჰგავს დანიელის წინასწარმეტყველებაში აღწერილ ორ მთას. ერთი მთით წარმოდგენილია იეჰოვას უზენაესი და მარადიული მმართველობა, მეორე მთით კი — მესიანური სამეფო, რომელსაც სათავეში იესო უდგას (დან. 2:35, 45). 1914 წლის შემოდგომაზე იესოს გამეფების შემდეგ უკვე ორივე მთა ასრულებს მნიშვნელოვან როლს დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაში.
8 რატომ არის ეს მთები სპილენძის? სპილენძი საკმაოდ ძვირფასი და მბზინავი ლითონია. იეჰოვას მითითებით ის ჯერ კარვის აგების დროს გამოიყენეს, მოგვიანებით კი — იერუსალიმის ტაძრის მშენებლობის დროს (გამ. 27:1—3; 1 მეფ. 7:13—16). ამიტომ სპილენძის ორი სიმბოლური მთა მართებულად მიანიშნებს იეჰოვას უზენაესი მმართველობისა და მესიანური სამეფოს აღმატებულებაზე, რომლებიც უსაფრთხო გარემოს შეუქმნიან და კურთხევებს მოუტანენ კაცობრიობას.
-