-
არის ღვთის სამეფო უბრალოდ, გულის მდგომარეობა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
ღვთის სამეფო მათ შორის
განა იესომ არ თქვა: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“? დიახ, ეს სიტყვები ლუკას 17:21-შია ჩაწერილი. ბიბლიის ზოგ თარგმანში ნათქვამია: „თქვენს შიგნით არის ღმერთის სასუფეველი“, „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (იხილეთ, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, მესამე გამოცემა, 1990; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). რას ნიშნავს იესოს ეს სიტყვები?
კონტექსტი გვიჩვენებს, რომ იესო ამ სიტყვებით ფარისევლებად წოდებულ მოწინააღმდეგე რელიგიურ ჯგუფს მიმართავდა. მათ საკუთარი შეხედულება ჰქონდათ მესიასა და მის სამეფოზე. ისინი მოელოდნენ, რომ მესია მოვიდოდა „ცის ღრუბლებზე“, როგორც დიდებული მეფე. მათი აზრით, ის იუდეველებს რომაელებისგან იხსნიდა და ისრაელის სამეფოს აღადგენდა (დანიელი 7:13, 14). მაგრამ იესომ მათ თავიანთ შეცდომაზე მიუთითა და უთხრა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა“. შემდეგ დასძინა: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკა 17:20, 21).
იესო ასწავლიდა სამეფოს შესახებ და ახდენდა სასწაულებს, რომლებიც ცხადყოფდა, რომ ის ამ სამეფოს აღთქმული მეფე იყო. ეს ფარისევლებს, რომლებსაც სუფთა გული და ნამდვილი რწმენა არ ჰქონდათ, იესოს წინააღმდეგ უფრო მეტად განაწყობდა. ფარისევლები ეჭვქვეშ აყენებდნენ იესოს უფლებამოსილებასა და სწავლებებს. ამიტომ იესომ მათ ფაქტი წარუდგინა — სამეფო, რომელიც მეფით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იმყოფებოდა. იესოს არ უთქვამს, რომ მათ საკუთარ გულებში ჩაეხედათ.a იესო და მისი მოწაფეები ფარისევლების წინ იდგნენ. ერთ-ერთი ინგლისური თარგმანის თანახმად, იესომ თქვა: „ღვთის სამეფო აქ, თქვენთან არის“ (ლუკა 17:21; Contemporary English Version).
-
-
არის ღვთის სამეფო უბრალოდ, გულის მდგომარეობა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
a ნაცვალსახელი „თქვენ“ მიუთითებს ფარისევლებზე, რომლებსაც იესო ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, იესო ფარისევლების შინაგან გარდაქმნასა და მათი გულის მდგომარეობაზე არ ლაპარაკობდა.
-