საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • gf გაკ. 18 გვ. 30-31
  • მარადიულად იყავი ღვთის მეგობარი!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მარადიულად იყავი ღვთის მეგობარი!
  • შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • მსგავსი მასალა
  • ემსახურეთ იეჰოვას, თავისუფლების ღმერთს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • დაე, იეჰოვა წაგიძღვეთ ნამდვილი თავისუფლებისკენ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • თავისუფლება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
gf გაკ. 18 გვ. 30-31

გაკვეთილი 18

მარადიულად იყავი ღვთის მეგობარი!

მეგობარი რომ შეიძინო, ძალისხმევაა საჭირო; მეგობრობის შესანარჩუნებლადაც ძალისხმევა გმართებს. ღმერთთან მეგობრობა და ამ მეგობრობის შენარჩუნების მცდელობები დიდად კურთხეული იქნება. იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). რა იგულისხმება ამაში?

ორი მამაკაცი სამოთხეში

შეგიძლია ახლავე გათავისუფლდე. შეგიძლია გათავისუფლდე სატანის მიერ გავრცელებული არასწორი სწავლებებისა და სიცრუისგან. შეგიძლია თავი დააღწიო უიმედო მდგომარეობას, რომელშიც მილიონობით ადამიანია, ვინც არ იცნობს იეჰოვას (რომაელთა 8:22). ღვთის მეგობრები ‘სიკვდილის შიშისგანაც’ კი არიან თავისუფლები (ებრაელთა 2:14, 15).

შეგიძლია თავისუფლებით დატკბე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. რა სასწაულებრივი თავისუფლებით შეგიძლია დატკბე მომავალში! სამოთხეში დედამიწაზე კაცობრიობა თავისუფალი იქნება ომის, დაავადებების, დამნაშავეობის, სიღარიბის, შიმშილის, სიბერის, სიკვდილის, შიშის, ჩაგვრისა და უსამართლობისგან. ბიბლია ღვთის შესახებ ამბობს: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16).

ღვთის მეგობრები მარადიულად იცხოვრებენ. მარადიული სიცოცხლე ძვირფასი ძღვენია, რომელსაც ღმერთი მისცემს ყველას, ვისაც მასთან მეგობრობა სურს (რომაელთა 6:23). აბა დაფიქრდი იმ უსაზღვრო სიცოცხლეზე, რომელიც შენთვის არის აღთქმული!

ერთი მამაკაცი და პატარა გოგონა ცხოველს უყურებენ. ქალი ხატავს თიხაზე

დრო გექნება ბევრი საქმის გასაკეთებლად. შესაძლოა გსურს, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას დაეუფლო; იქნებ ხატვის ან დურგლობის სწავლა, ან ცხოველებისა და მცენარეების შესახებ უფრო მეტის გაგება გინდა. იქნებ მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნისა თუ ხალხის ნახვა გწადია. როცა მარადიულად იცოცხლებ, ყოველივე ამის განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემა!

დრო გექნება ბევრი მეგობრის შესაძენად. როცა მარადიულად იცოცხლებ, შესაძლებლობა გექნება, ბევრ იმ ადამიანს გაეცნო, ვინც ღვთის მეგობარი გახდა. გეცოდინება, ვის რა შესანიშნავი თვისებები და რის ნიჭი აქვს, და ისინიც იმეგობრებენ შენთან. გეყვარება ისინი და მათაც ეყვარები (1 კორინთელთა 13:8). როცა უსასრულოდ იცოცხლებ, დრო გექნება დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანთან სამეგობროდ! ყველაზე კარგი კი ის არის, რომ შენი მეგობრობა იეჰოვასთან უწინდელზე უფრო მეტად განმტკიცდება საუკუნეების განმავლობაში. გისურვებთ, მარადიულად იყო ღვთის მეგობარი!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება