საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/06 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
km 1/06 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე, თუ არის კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი, შეგიძლიათ შესთავაზოთ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. მარტში: ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილში: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ როდესაც განმეორებით ინახულებთ დაინტერესებულ ადამიანებს, აგრეთვე მათ, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა რომელიმე თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ არა აქვთ რეგულარული კავშირი კრებასთან, შეეცადეთ შესთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას.

◼ აპრილში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.

◼ თებერვლიდან დაწყებული, არა უგვიანეს 5 მარტისა, სარაიონო ზედამხედველები წარმოთქვამენ ახალ საჯარო მოხსენებას „შენ შეგიძლია იცხოვრო მშვიდობიანად როგორც ახლა, ისე მარადიულად!“

◼ კრებებმა სათანადოდ უნდა იზრუნონ გახსენების საღამოს ჩასატარებლად, რომელიც ამა წლის 12 აპრილს, ოთხშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ გაიმართება. თუმცა შესაძლებელია მოხსენების დაწყება მზის ჩასვლამდე, სიმბოლოების ჩამოტარება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ უნდა მოხდეს. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში. სასურველია, რომ ყველა კრებამ ცალ-ცალკე აღნიშნოს გახსენების საღამო, თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის არ მოხერხდეს. როდესაც ერთი და იმავე სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს, შეიძლება ამ საღამოსთვის რომელიმე მათგანმა ცალკე დარბაზი დაიქირავოს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნებოდა პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დაგეტოვებინათ, რათა ყველამ სრული სარგებლობა მიიღოს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ტრანსპორტის მოძრაობას და ავტოსადგომზე მანქანების გაჩერებას, მათ შორის მგზავრების ჩასხმას თუ ჩამოსხმას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ადგილობრივად რისი გაკეთება იქნებოდა საუკეთესო.

◼ თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ კრების შეხვედრებზე, სპეციალურ ერთდღიან, სარაიონო ან საოლქო კონგრესზე დასწრებას, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას ზედამხედველობს. ფილიალების მისამართების ნახვა შეიძლება მიმდინარე წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება