საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საოცარი ზრდა სწრაფ გაფართოებას მოითხოვს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მაისი
    • „მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“

      საოცარი ზრდა სწრაფ გაფართოებას მოითხოვს

      „მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 11:28, აქ). როგორ გულთბილად გვიწვევს ქრისტიანული კრების თავი! (ეფესელთა 5:23). როდესაც ამ სიტყვებს ვუკვირდებით, არ შეგვიძლია არ დავაფასოთ გამოცოცხლების მნიშვნელოვანი წყარო — ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენს სულიერ ძმებთან და დებთან ურთიერთობა. უდავოა, ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები“! (ფსალმუნი 132:1).

      მართლაცდა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დამსწრეებთან ურთიერთობა ყველაზე საუკეთესო ურთიერთობაა; სულიერი გარემო კი უსაფრთხო და სასიამოვნოა. სწორედ ამიტომაც თქვა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა შემდეგი სიტყვები: „მთელი დღე სკოლაში ვარ და ძალიან ვიღლები. კრების შეხვედრები კი ჩემთვის უდაბნოში ოაზისივით არის, სადაც გამოვცოცხლდები ხოლმე, რომ მომდევნო დღესაც გავუძლო სკოლაში თანაკლასელების ზეწოლას“. ნიგერიელი ახალგაზრდა კი აღნიშნავს: „მათთან ურთიერთობა, რომლებსაც იეჰოვა უყვართ, იეჰოვასთან უფრო ახლო ყოფნაში მეხმარება“.

      იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზები ჭეშმარიტი თაყვანისცემის ცენტრია. ბევრგან კრების შეხვედრები სამეფო დარბაზში, სულ მცირე, კვირაში ორჯერ ტარდება და მათ, ვინც ბიბლიას სწავლობს, ურჩევენ, რომ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ შეხვედრებზე დასწრება, რათა გამომაცოცხლებელი ურთიერთობით ისარგებლონ (ებრაელთა 10:24, 25).

  • საოცარი ზრდა სწრაფ გაფართოებას მოითხოვს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მაისი
    • კრებებმა შეამჩნიეს, რომ, როდესაც სამეფო დარბაზებს აშენებენ, ადგილობრივი მცხოვრებლები ხვდებიან, რომ იეჰოვას მოწმეები კვლავ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. ბევრი გაურბოდა მოწმეებთან ურთიერთობას მანამ, სანამ ისინი თაყვანისმცემლობის ამ მშვენიერ შენობებს ააშენებდნენ. მალავის ერთ-ერთი კრება იუწყება: „ჩვენი ახალი, უბრალო სამეფო დარბაზები კარგ დამოწმებას იძლევა, რის გამოც ადვილია ბიბლიის შესწავლების დაწყება“.

      ბენინის ერთ-ერთი კრების, კრაკეს, წევრებს გამუდმებით დასცინოდნენ, რადგან მათი სამეფო დარბაზი ზოგიერთი ეკლესიის ფონზე ძალიან პრიმიტიულად გამოიყურებოდა (სურათი მე-4). ახლა კი ამ კრებას მშვენიერი სამეფო დარბაზი აქვს, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისცემას განადიდებს (სურათი მე-5). ამ კრებაში სამეფოს სულ 34 მაუწყებელია, კვირაობით შეხვედრებს 73 ადამიანი ესწრება, სამეფო დარბაზის გახსნას კი 651 ადამიანი დაესწრო. დამსწრეთა უმეტესობა ქალაქელები იყვნენ, რომლებიც ძალიან განაცვიფრა მოწმეების მიერ მოკლე ხანში სამეფო დარბაზის აშენებამ. ჩატარებული სამუშაოების შესახებ ზიმბაბვეს ფილიალმა დაწერა: „ახალი სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ, ერთ თვეში, დამსწრეთა რიცხვი გაორმაგდა“ (სურათები მე-6 და მე-7).

      უეჭველად, ახალი სამეფო დარბაზები სულიერად გამოცოცხლების საშუალებას აძლევს, როგორც მიძღვნილ ქრისტიანებს, ისე დაინტერესებულ ადამიანებს. „ძალიან გვიხარია, — თქვა ერთმა უკრაინელმა მოწმემ, როდესაც ახალი სამეფო დარბაზის გამოყენება დაიწყეს. — საკუთარი თვალით დავინახეთ, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება