-
რა არის იეჰოვას მოწმეების დარბაზი?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მაისი
-
-
ყველა დარბაზს აქვს აუდიტორია, სადაც პროგრამის მიხედვით განიხილავენ ბიბლიას და კითხულობენ მოხსენებებს. აუდიტორიათა უმრავლესობას აქვს სცენა, საიდანაც შეხვედრებს უძღვებიან. დარბაზში ადგილები 100—300 კაცზეა გათვლილი. დარბაზს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი ოთახი, კაბინეტი და პატარა ბიბლიოთეკა, სადაც ბიბლიური ლიტერატურა და ცნობარები ინახება. მათი გამოყენება თითოეულ იეჰოვას მოწმეს შეუძლია პირადი გამოკვლევისთვის.
-
-
რა არის იეჰოვას მოწმეების დარბაზი?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მაისი
-
-
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების დარბაზები ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა მათი ფორმა და ზომა განსხვავდება. შენობის დიზაინის განსხვავებულობა განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალით, კლიმატითა და ადგილობრივი იეჰოვას მოწმეების ფინანსური მდგომარეობით. ზოგი შენობა აგებულია აგურით, ხით ან ქვით. ზოგი დარბაზი ბამბუკით არის აგებული და ჩალით გადახურული, გვერდები კი ნაწილობრივ ღია აქვს.
-