საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/05 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
km 3/05 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: ბროშურა „იფხიზლეთ!“. თუ პიროვნება ნამდვილ ინტერესს ავლენს, შესთავაზეთ წიგნი „შემეცნება“ და ეცადეთ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით ინახულებთ მას, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა რომელიმე თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ არა აქვს რეგულარული კავშირი კრებასთან, შეეცადეთ შესთავაზოთ წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“. ეცადეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები, განსაკუთრებით მათთან, რომლებმაც უკვე გაიარეს წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ ბროშურა „რას მოითხოვს“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ კრებებმა მიღებისთანავე უნდა დაარიგონ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები. ეს საშუალებას მისცემს მაუწყებლებს, გავრცელებამდე წაიკითხონ ჟურნალები. ასევე, „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლები, მიღებისთანავე, შესაძლებელია პირდაპირ წიგნის შესწავლაზე, დაურიგდეს მაუწყებლებს.

◼ თუ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას აპირებთ კრების შეხვედრებზე, სარაიონო ან საოლქო კონგრესებზე დასწრებას, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც იმ ქვეყანას ზედამხედველობს. ფილიალების მისამართების ნახვა შეიძლება მიმდინარე წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.

◼ გახსენების საღამო ჩატარდება 2005 წლის 24 მარტს, ხუთშაბათს. თუ თქვენი კრების შეხვედრა, ჩვეულებრივ, ხუთშაბათობით ტარდება, ის კვირის სხვა დღეს უნდა ჩაატაროთ, როცა სამეფო დარბაზი თავისუფალი იქნება. მაგრამ თუ ვერ მოხერხდა სამსახურებრივი შეხვედრის ჩატარება, შეგიძლიათ პროგრამის ის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის, სხვა სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილოთ.

◼ კრების მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ კრებაში საკმარისი რაოდენობის ბლანკი იყოს პიონერული (S-205) და დამხმარე პიონერული (S-205b) მსახურებისთვის. მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). იქონიეთ ერთი წლის მარაგი მაინც.

◼ მრავალმა მაუწყებელმა დარეკა ფილიალში სამეფოს სიმღერებთან დაკავშირებით, რომლებიც თანამედროვე პოპულარულ სტილშია გაკეთებული და იეჰოვას მოწმეებშია გავრცელებული. მათ აინტერესებთ, ორგანიზაციის ნებართვით არის გამოშვებული ასეთი ჩანაწერები თუ არა. ჩვენთვის ცნობილია ეს ინფორმაცია და გვინდა გითხრათ, რომ ისინი არ არის გამოშვებული ჩვენი ნებართვით. გთხოვთ, ასეთ ჩანაწერებს ნუ გაავრცელებთ ან გადაიწერთ ინტერნეტიდან. იმედი გვაქვს, ეს ინფორმაცია ნათელს მოჰფენს ამ საკითხთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება