-
ღვთის რისხვა თავდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატს გადააღვარა და მისი წყალი დაშრა, რათა გზა გამზადებულიყო მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის“ (გამოცხადება 16:12).
-
-
ღვთის რისხვა თავდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
23. ა) ვინ იყვნენ „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ ძვ. წ. 539 წელს? ბ) ვინ არიან „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ უფლის დღეს და როგორ გაანადგურებენ ისინი დიდ ბაბილონს?
23 ვინ არიან ეს მეფეები? ძვ. წ. 539 წელს ისინი იყვნენ მიდიელი დარიოსი და სპარსელი კიროსი, რომლებიც იეჰოვამ ძველი ქალაქის, ბაბილონის დასაპყრობად გამოიყენა. ჩვენს დროში, უფლის დღეს, დიდი ბაბილონის ცრუ რელიგიური სამყარო მმართველთა ხელით განადგურდება. ამჯერადაც აღსრულდება ღვთის განაჩენი. იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე, „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“, მმართველებს გულში ჩაუდებენ „აზრს“, რომ თავს დაესხნენ დიდ ბაბილონს და საბოლოოდ გაანადგურონ (გამოცხადება 17:16, 17).
-