საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფეთა ორთაბრძოლა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის [„საბერძნეთის“, აქ] სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს» (დანიელი 11:2).

  • მეფეთა ორთაბრძოლა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • საბერძნეთის წინააღმდეგ მის ვაჟსა და ტახტის მემკვიდრეს, „მეოთხე“ მეფე ქსერქსე I-ს, უნდა გაელაშქრა. ეს იყო მეფე ახაშვეროში, რომელიც ესთერზე დაქორწინდა (ესთერი 1:1; 2:15—17).

      6, 7. ა) როგორ ‘აამხედრა ყველა საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ’ მეოთხე მეფემ? ბ) რით დასრულდა ქსერქსეს საბერძნეთზე გალაშქრება?

      6 ქსერქსე I-მა მართლაც ‘ყველა აამხედრა საბერძნეთის სამეფოს’, ანუ ყველა ბერძნული სახელმწიფოს წინააღმდეგ. „სამეფო კარის პატივმოყვარე მსახურთა გაქეზებით ქსერქსემ წამოიწყო როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ბრძოლები“, — ნათქვამია წიგნში „მიდიელები და სპარსელები — დამპყრობლები და დიპლომატები“. ძვ. წ. V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერს, რომ „ამ ლაშქრობას ვერც ერთი ლაშქრობა ვერ შეედრებოდა“. მისი ცნობის თანახმად, ფლოტი „შედგებოდა 517 610 კაცისგან. ქვეით ჯარში 1 700 000 კაცი იყო, ხოლო მხედრობაში — 80 000; გარდა ამისა, იყვნენ არაბები, რომლებიც აქლემებზე ისხდნენ და ლიბიელები, რომლებიც ეტლებით იბრძოდნენ. ისინი 20 000 კაცს შეადგენდნენ. ამგვარად, ფლოტი და სახმელეთო ჯარი მთლიანობაში 2 317 610 კაცისგან შედგებოდა“.

      7 რადგანაც ქსერქსე I-ს აბსოლუტური დაპყრობა ჰქონდა განზრახული, ძვ. წ. 480 წელს მთელი თავისი ურიცხვი ლაშქრით შეუტია საბერძნეთს. თერმოპილესთან ბერძენთა დამარცხების შემდეგ სპარსელებმა ათენი ააოხრეს. სალამინის ბრძოლაში ქსერქსე სასტიკად დამარცხდა. ბერძნებმა ძვ. წ. 479 წელს პლატეასთან კიდევ ერთხელ დაამარცხეს სპარსელები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება