საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახლოვდება მოქიშპე მეფეების აღსასრული
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა წაიბორძიკეს, მაგრამ მტკიცედ დადგნენ

      3, 4. ვინ არიან „აღთქმის ავისმყოფელნი“ და რა კავშირი დაამყარეს მათ ჩრდილოეთის მეფესთან?

      3 «[ჩრდილოეთის მეფე] პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფელთ, — თქვა ანგელოზმა, — თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს. გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს [„წააბორძიკებს“, აქ] მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა» (დანიელი 11:32, 33).

  • ახლოვდება მოქიშპე მეფეების აღსასრული
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 5, 6. ვინ იყო „თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი“ და რა სირთულეებს ხვდებოდნენ ისინი ჩრდილოეთის მეფის მხრიდან?

      5 რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე — „თავისი ღმერთის მცოდნე“ და „გაბრძნობილ“ ხალხზე? მიუხედავად იმისა, რომ ისინი სათანადოდ ‘ემორჩილებოდნენ უმაღლეს ხელმწიფებას’, ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომი ქრისტიანები არ იყვნენ ამ წუთისოფლისანი (რომაელთა 13:1; იოანე 18:36). ისინი ყოველთვის უხდიდნენ „კეისრისას კეისარს“, მაგრამ „ღვთისას ღმერთს“ აძლევდნენ (მათე 22:21). ამის გამო ისინი რწმენის გამოცდებს ხვდებოდნენ (2 ტიმოთე 3:12).

      6 გამოცდებისას ქრისტიანებმა ‘წაიბორძიკეს’, მაგრამ ‘მტკიცედაც დადგნენ’. წაიბორძიკეს, რადგან მათ სასტიკად დევნიდნენ და ზოგს კლავდნენ კიდეც, ხოლო მტკიცედ დადგნენ, რადგან უმრავლესობამ ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნა. ქრისტეს მსგავსად, ისინიც სძლევდნენ წუთისოფელს (იოანე 16:33). ქრისტიანები არასდროს წყვეტდნენ ქადაგებას, მაშინაც კი, როდესაც ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ხვდებოდნენ. ამით ისინი „მრავალთ შთააგონებდნენ“. ჩრდილოეთის მეფის მორჩილებაში მყოფ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეთა სასტიკი დევნის მიუხედავად, მათი რიცხვი მატულობდა. „გაბრძნობილი ხალხის“ ერთგულების წყალობით, „უამრავ ხალხს“ ამ ქვეყნებში სულ უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა (გამოცხადება 7:9—14).

      იეჰოვას ხალხი გამობრძმედილია

      7. რა „მცირეოდენი შეწევნა“ მიიღეს ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომმა ცხებულმა ქრისტიანებმა?

      7 „როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 11:34ა). მეორე მსოფლიო ომში სამხრეთის მეფის გამარჯვებამ მცირეოდენი შვება მოუტანა ჩრდილოეთის მეფის ქვეშევრდომ ქრისტიანებს (შეადარეთ გამოცხადება 12:15, 16). ჩრდილოეთის შემდგომი მეფის მიერ დევნილი ქრისტიანებიც ღებულობდნენ დროდადრო შეწევნას. ცივი ომის დასასრულს მრავალმა პოლიტიკურმა ლიდერმა დაინახა, რომ ერთგული ქრისტიანები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, და იურიდიულად სცნო ისინი. მათ შეწევნა მიიღეს აგრეთვე რიცხობრივად მუდმივად მზარდი „უამრავი ხალხისგან“, რომლებიც გამოეხმაურნენ ცხებულების გულმოდგინე ქადაგებას და გვერდში ამოუდგნენ მათ (მათე 25:34—40).

      8. როგორ ემხრობოდა ზოგი ღვთის ხალხს „თვალთმაქცურად“?

      8 ყველას კეთილი ზრახვები როდი ჰქონდა, ვინც ცივი ომის წლებში ღვთისადმი მსახურების სურვილს გამოთქვამდა. ანგელოზმა შემდეგი გამაფრთხილებელი სიტყვები წარმოთქვა: „მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად“ (დანიელი 11:34ბ). ბევრი ინტერესდებოდა ჭეშმარიტებით, მაგრამ ღვთისადმი მიძღვნის სურვილს არ ავლენდა. ზოგი კი ვითომ ეხმაურებოდა კეთილ ცნობას, მაგრამ სინამდვილეში მთავრობის ჯაშუში იყო. ერთი ქვეყნიდან იტყობინებოდნენ: „ამ უპრინციპო ადამიანთაგან ბევრი მტკიცე კომუნისტი იყო, რომლებიც უფლის ორგანიზაციაში იჭრებოდნენ და მოჩვენებით ერთგულებას ავლენდნენ. მათ სერიოზული პასუხისმგებლობებიც კი ეკისრებოდათ“.

      9. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ შემოპარულებს ‘გასაჭირში ჩაეგდოთ’ ზოგი ერთგული ქრისტიანი?

      9 «ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის [„რადგან დათქმულია“, აქ] დრო» (დანიელი 11:35). ორგანიზაციაში შემოპარულებმა მრავალი ერთგული ქრისტიანი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. იეჰოვამ დაუშვა ასეთი განსაცდელები, რომ გამოებრძმედა და განეწმიდა თავისი ხალხი. როგორც იესომ „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“, ისე ამ ერთგულმა ქრისტიანებმა რწმენის გამოცდით ისწავლეს მოთმინება (ებრაელთა 5:8; იაკობი 1:2, 3; შეადარეთ მალაქია 3:3). ამგვარად, ისინი ‘გამოიბრძმედნენ, განიწმიდნენ და განსპეტაკდნენ’.

      10. რას ნიშნავს ფრაზა „უკანასკნელ ჟამამდე“?

      10 იეჰოვას ხალხი „უკანასკნელ ჟამამდე“ უნდა ყოფილიყო გასაჭირში და გამობრძმედილიყო. რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე იქნებიან დევნილები. მაგრამ ჩრდილოეთის მეფის მიერ გასაჭირში ჩაყრილი ხალხი „დათქმული დროისთვის“ განიწმიდებოდა და გასპეტაკდებოდა. ამრიგად, დანიელის 11:35-ში სიტყვები „უკანასკნელ ჟამამდე“ ეხება იმ პერიოდის ბოლოს, რომელიც ჩრდილოეთის მეფისგან დევნისას ღვთის ხალხის გამობრძმედას დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, წაბორძიკების პერიოდი იეჰოვას მიერ დათქმულ დროს დამთავრდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება