საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფეთა ორთაბრძოლა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • სელევკე II-ის ამ ვაჟმა დიდი ლაშქარი შეკრიბა, რომ თავს დასხმოდა სამხრეთის მეფეს, რომელსაც იმ პერიოდში პტოლემე IV წარმოადგენდა.

  • მეფეთა ორთაბრძოლა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • განდევნა პტოლემე IV-ის ჯარი და იუდას მრავალი ქალაქი დაიპყრო.

  • მეფეთა ორთაბრძოლა
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • ვითარება იცვლება

      25. სად შეებრძოლა პტოლემე IV ანტიოქე III-ს და რა ‘ჩაუვარდა ხელში’ სამხრეთის მეფეს?

      25 დანიელის მსგავსად, ჩვენთვისაც მეტად საინტერესოა იეჰოვას ანგელოზის შემდგომი სიტყვები: „განმძვინვარდება სამხრეთის მეფე და საომრად გავა ჩრდილოეთის მეფესთან, რომელიც დიდ ურდოს გამოიყვანს. მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება“ (დანიელი 11:11). სამხრეთის მეფე პტოლემე IV 75 000-კაციანი ჯარით ჩრდილოეთისკენ დაიძრა. ჩრდილოეთის სირიელმა მეფე ანტიოქე III-მ მის წინააღმდეგ „დიდი ურდო“, 68 000-კაციანი ლაშქარი, გამოიყვანა. მაგრამ „ეს ურდო“ ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქ რაფიაში სამხრეთის მეფის ‘ხელში ჩავარდა’.

      26. ა) რა „ურდო“ ჩაიგდო ხელში სამხრეთის მეფემ რაფიასთან ბრძოლაში და რა სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო მეფეებს შორის? ბ) რა გაგებით ‘ვერ გამოიყენა თავისი ძალაუფლება’ პტოლემე IV-მ? გ) ვინ გახდა სამხრეთის შემდგომი მეფე?

      26 ანგელოზმა წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით განაგრძო: «როდესაც ის ხელში ჩაიგდებს ურდოს, გადიდგულდება და, თუმცა მრავალ ათასს დასცემს, ამით ვერ გაძლიერდება [„ვერ გამოიყენებს თავის ძალაუფლებას“, აქ]» (დანიელი 11:12). პტოლემე IV-მ, სამხრეთის მეფემ, ‘ხელში ჩაგდებული’ 10 000 ქვეითი ჯარისკაცი და 300 ცხენოსანი ამოხოცა, ხოლო 4 000 ჯარისკაცი ტყვედ წაიყვანა. მეფეებმა დადეს ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც ანტიოქე III-მ შეინარჩუნა სირიის ზღვისპირა ქალაქი სელევკია, მაგრამ დაკარგა ფინიკია და ბეკაი. ამ გამარჯვების შემდეგ ეგვიპტელი სამხრეთის მეფე ‘გადიდგულდა’ და განსაკუთრებით იეჰოვას წინაშე აღიმაღლა თავი. იუდა პტოლემე IV-ის მორჩილებაში დარჩა. მაგრამ სამხრეთის მეფემ ‘ვერ გამოიყენა თავისი ძალაუფლება’, რომ ბოლომდე დაემარცხებინა ჩრდილოეთის მეფე. ამის ნაცვლად, ის თავაშვებულობამ გაიტაცა. პტოლემე IV-ს შემდეგ, ანტიოქე III-ს სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, სამხრეთის მეფე მისი ხუთი წლის ვაჟი პტოლემე V გახდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება