საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორთაბრძოლაში მეფეები იცვლებიან
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • სამხრეთის მეფის წინააღმდეგ აღმდგარი

      16, 17. ა) ვინ იყო დანიელის 11:25-ში მოხსენიებული ჩრდილოეთის მეფე? ბ) ვინ გამოვიდა სამხრეთის მეფის როლში და როგორ?

      16 ღვთის ანგელოზმა წინასწარმეტყველება განაგრძო: «აღაგზნებს [ჩრდილოეთის მეფე] თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუმკლავდება [„ის [ჩრდილოეთის მეფე] კი დაეცემა“, აქ], რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება. მისი პურ-მარილის მჭამელები შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი დახოცილი დაეცემა» (დანიელი 11:25, 26).

      17 დაახლოებით 300 წლის შემდეგ, რაც ოქტავიანემ ეგვიპტე რომის პროვინციად აქცია, ჩრდილოეთის მეფის როლს რომის იმპერატორი ავრელიანე ასრულებდა.

  • ორთაბრძოლაში მეფეები იცვლებიან
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • მისი მიზნებით შეშინებულმა ავრელიანემ „თავისი ძალა და გული“ ზენობიას წინააღმდეგ აღაგზნო.

      18. რა შედეგით დამთავრდა ჩრდილოეთის მეფე იმპერატორ ავრელიანესა და სამხრეთის მეფე დედოფალ ზენობიას ორთაბრძოლა?

      18 სამხრეთის მეფე ზენობია ჩრდილოეთის მეფის წინააღმდეგ ‘გამოვიდა საომრად დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით’, რომელსაც ზაბდასი და ზაბაი სარდლობდნენ. მაგრამ ავრელიანემ დაიპყრო ეგვიპტე და მცირე აზიასა და სირიაზეც გაილაშქრა. ზენობია ემესასთან (დღევანდელი ჰომსი) დამარცხდა და პალმირისკენ დაიხია. როდესაც ავრელიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ზენობია მამაცურად შეეცადა მის დაცვას, თუმცა უშედეგოდ. ის და მისი ვაჟი სპარსეთისკენ გაიქცნენ, მაგრამ რომაელებმა მდინარე ევფრატთან შეიპყრეს. ახ. წ. 272 წელს პალმირელები მოწინააღმდეგეს დანებდნენ. ავრელიანემ დაინდო ზენობია და ახ. წ. 274 წელს რომში თავისი ტრიუმფალური პროცესიის ყველაზე მიმზიდველ სანახაობად აქცია. მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე ზენობია ცხოვრობდა როგორც რომაელი მანდილოსანი.

      19. როგორ დაეცა ავრელიანე „შეთქმულებების“ გამო?

      19 ავრელიანე ‘შეთქმულებების გამო დაეცა’. ახ. წ. 275 წელს ის სპარსეთზე სალაშქროდ გაეშურა, მაგრამ სანამ თრაკიაში ხელსაყრელ დროს ელოდა, რომ სრუტეებით მცირე აზიაში გასულიყო, „მისი პურ-მარილის მჭამელებმა“ შეთქმულება მოაწყვეს და ‘შემუსრეს’ ის. ავრელიანე დანაშაულის გამო დასჯას უპირებდა თავის მდივან ეროსს. მაგრამ ეროსმა შეადგინა თითქოსდა იმპერატორისგან სიკვდილმისჯილთა სია, რომელშიც რამდენიმე სამხედრო მეთაურის სახელიც შეიტანა. ამან სიაში მოხვედრილები აღძრა, შეთქმულება მოეწყოთ და მოეკლათ ავრელიანე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება