-
შენ შეგიძლია გქონდეს ბედნიერი მომავალი!მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
მხოლოდ დაფიქრდი იმ ცოდნის შესახებ, რომელსაც ყოველივეს შემოქმედი უნდა ფლობდეს! ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთს აღნუსხული აქვს ყველა ვარსკვლავი და თითოეულს უწოდებს სახელს. რა განსაცვიფრებელი აზრია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში არსებობს ასობით მილიარდი ვარსკვლავი და ასტრონომები იუწყებიან, რომ არის დაახლოებით ასი მილიარდი სხვა გალაქტიკაც! (ფსალმუნი 146:4). ღმერთმა, აგრეთვე, ჩვენს შესახებაც იცის ყველაფერი, ამიტომ ვის შეეძლო უკეთესად ეპასუხა ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე? (მათე 10:30).
-
-
შენ შეგიძლია გქონდეს ბედნიერი მომავალი!მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
5. რამდენად ძვირფასია შემეცნება, რომელსაც შეიცავს ბიბლია?
5 თუ ბიბლიის მტკიცება ჭეშმარიტია, შენ მხოლოდ წარმოიდგინე, რა შემეცნების განძს უნდა შეიცავდეს ის! იგავნის 2:1–5-ში ბიბლია მოგვიწოდებს, ისე ვეძებოთ სიბრძნე, როგორც შევეცდებოდით საიდუმლო განძის ამოთხრას, არა ადამიანთა აზრების წიაღში, არამედ ღმერთის სიტყვაში. თუ ვეძებთ იქ, ‘მოვიპოვებთ ღვთის შემეცნებას’. რადგან ღმერთმა იცის ჩვენი შეზღუდვები და მოთხოვნილებები, ის გვაძლევს ინსტრუქციას, რომელიც დაგვეხმარება, ვიცხოვროთ მშვიდობიანად და ბედნიერად (ფსალმუნი 102:14; ესაია 48:17). უფრო მეტიც, ღვთის შემეცნება გვაძლევს ამაღელვებელ კეთილ ცნობებს.
-