-
კორეაში ძირეული ცვლილებების დროსგამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
კორეაში ძირეული ცვლილებების დროს
მოგვითხრო ჩონგ-ილ პაკმა
„ლაჩარო, ფრონტზე სიკვდილის გეშინია?! სამხედრო სამსახურს რომ თავი აარიდო, რელიგიას იმიზეზებ“. ამ სიტყვებით მადანაშაულებდა კონტრდაზვერვის კაპიტანი. ეს იყო 1953 წლის ივნისში, 55 წელზე მეტი ხნის წინათ.
ეს ამბავი კორეის ომის დროს შემემთხვა. კაპიტანმა რევოლვერი ამოიღო და მაგიდაზე დადო. „ფრონტზე არა და აქ კი მოკვდები, — მითხრა მან. — აზრი ხომ არ შეიცვალე?“
„არა“, — მტკიცედ მივუგე. მაშინ კაპიტანმა ოფიცერს ჩემი სიკვდილით დასჯა უბრძანა.
ასეთ მდგომარეობაში იმის გამო აღმოვჩნდი, რომ სამხედრო სამსახურზე უარი განვაცხადე. კაპიტანს ვუთხარი, რომ სიცოცხლე უკვე ღმერთს მივუძღვენი და ჩემი რწმენიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა, ღვთის მსახურების გარდა თავი სხვა რამისთვის გამეწირა. რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მალე ოფიცერი დაბრუნდა და თქვა, რომ განაჩენის აღსასრულებლად ყველაფერი მზად იყო.
იმ დროს სამხრეთ კორეაში ცოტა რამ თუ იცოდნენ იეჰოვას მოწმეების შესახებ. ხალხს არ ესმოდა, რატომ არ გვრთავდა სინდისი სამხედრო სამსახურში მსახურების ნებას.
-
-
კორეაში ძირეული ცვლილებების დროსგამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1953 წლის იანვარში ნიუ-იორკში მიმიწვიეს სკოლა „გალაადში“, სადაც მისიონერებს ამზადებდნენ. ბილეთი უკვე დაჯავშნილი მქონდა, რომ მოულოდნელად კორეის მთავრობისგან სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყება მივიღე.
სიკვდილის პირისპირ
სამხედრო კომისარიატში ოფიცერს ავუხსენი, რომ ნეიტრალიტეტის გამო უარს ვამბობდი სამხედრო სამსახურზე. მან კონტრდაზვერვას გადასცა ჩემი საქმე იმის გასარკვევად, კომუნისტი ხომ არ ვიყავი. ასე აღმოვჩნდი სიკვდილის პირისპირ, რაზეც დასაწყისში მოგახსენეთ. კონტრდაზვერვის კაპიტანმა გადაიფიქრა ჩემი სიკვდილით დასჯა, უცბად ფეხზე წამოდგა, ოფიცერს ჯოხი მიაწოდა და ჩემი ცემა უბრძანა. მართალია, აუტანელი ტკივილები მტანჯავდა, მაგრამ მიხაროდა, რომ შევძელი ამ ყველაფრის ატანა.
კონტრდაზვერვამ უკან გამგზავნა კომისარიატში. იქაურმა ოფიცრებმა, რომლებიც პატივს არ სცემდნენ ჩემს რწმენას, საიდენტიფიკაციო ნომერი მომცეს და გადამგზავნეს კუნძულ ჩეჟუდოზე განთავსებულ სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე. მეორე დღეს ჯარისკაცებს სამხედრო ფიცი უნდა დაედოთ, რაზეც მე უარი ვთქვი. ამის გამო სამხედრო ტრიბუნალს გადამცეს და სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს.
ათასობით ადამიანმა ერთგულება შეინარჩუნა
იმ დღეს, როცა გალაადში უნდა წავსულიყავი, თავზე თვითმფრინავმა გადამიფრინა. ეს ის თვითმფრინავი იყო, რომლითაც მე უნდა გავმგზავრებულიყავი. მართალია, გალაადში ვერ წავედი, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ, რადგან მიხაროდა ის, რომ იეჰოვასთვის არ მიღალატია. მე ერთადერთი მოწმე არ ვიყავი, ვინც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. მომდევნო წლებში 13 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მსგავსი პოზიცია დაიკავა. ყველამ ერთად ჯამში 26 000 წელზე მეტი გაატარა ციხეში.
-
-
კორეაში ძირეული ცვლილებების დროსგამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
1953 წელს, როცა მე გამასამართლეს, კორეის ხელისუფლებას არ ესმოდა, რატომ არ გვაძლევდა სინდისი სამხედრო სამსახურში წასვლის უფლებას. ზოგი ჩვენგანი კომუნისტებად შეგვრაცხეს; ზოგი ისე სცემეს, რომ რამდენიმე მათგანი მოკვდა კიდეც. ნეიტრალიტეტის გამო ციხეს ვერც მათი შვილები და შვილიშვილები გადაურჩნენ.
ბოლო წლებში მასმედია ობიექტურად აშუქებდა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ იეჰოვას მოწმეთა პოზიციას, რომლებიც სამხედრო სამსახურზე ყველა ქვეყანაში უარს ამბობენ. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებულ წერილში ერთმა მოსამართლემ, რომელმაც ჩვენი ძმა ნეიტრალიტეტის დაცვის გამო გაასამართლა, საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
იმედი მაქვს, რომ სინდისით მიღებულ გადაწყვეტილებებს სამხრეთ კორეაშიც გაუწევენ ანგარიშს, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. ვლოცულობ, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ მხედველობაში მიიღოს ახალგაზრდების რელიგიური მოსაზრებები და არ დააპატიმროს ისინი ნეიტრალიტეტის დაცვის გამო, რათა „კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ“ (1 ტიმოთე 2:1, 2).
-
-
კორეაში ძირეული ცვლილებების დროსგამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
[ჩანართი 14 გვერდზე]
იმ კორეელმა მოწმეებმა, ვინც უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე, ჯამში 26 000 წელზე მეტი გაატარეს ციხეში
-