-
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„სიკვდილი და სამარე ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს.
-
-
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ათასწლიანი სასამართლო დღის ბოლოს „სიკვდილი და სამარე“ საბოლოოდ მოისპობა. რა საჭიროა ამისთვის ათასი წელი? კაცობრიობის საერთო სამარე მხოლოდ მაშინ დაცარიელდება, როცა ღვთის მეხსიერებაში მყოფი უკანასკნელი მიცვალებული აღდგება. მაგრამ, ვიდრე ადამიანებზე თანდაყოლილი ცოდვა იმოქმედებს, ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი ძალას არ დაკარგავს. დედამიწაზე აღდგენილები, არმაგედონში გადარჩენილ უამრავ ხალხთან ერთად გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს უნდა დაემორჩილონ, ვიდრე იესოს გამოსასყიდი საბოლოოდ არ დაიხსნის მათ ავადმყოფობისგან, სიბერისა და სხვა თანდაყოლილი უძლურებებისგან. მაშინ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და სამარე ერთად ჩაიყრება „ცეცხლის ტბაში“, და ორივე სამუდამოდ მოისპობა.
-