-
ბატაკები მთის ხალხიგამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
[ჩარჩო 17 გვერდზე]
ცივი ტბის ცეცხლოვანი წარსული
მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანური წარმოშობის ტბა ტობა სიგრძით 87 კილომეტრია, ხოლო სიგანით 17 კილომეტრი. ამ ტბის წყალი იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე თავისუფლად დაფარავდა დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიას. ტბა ტობა ისე ლამაზად მოჩანს ვულკანური წარმოშობის ბარისანის მთის მწვანე მწვერვალებს შორის, რომ არც ერთი ფოტოგრაფი არ იტყოდა უარს, ნებისმიერი რაკურსით აღებეჭდა ფირზე ეს საოცარი სანახაობა.
ეს ტბა წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. მეცნიერების აზრით, მსგავსი ამოფრქვევა ისტორიას არ ახსოვს. დროთა განმავლობაში ვულკანური წარმოშობის ღრმული ამოივსო წყლით და იქცა ტბად, რომელიც დღეს ტობას სახელითაა ცნობილი. ვულკანური ამოფრქვევით გამოწვეულ ქანთა მასების გადაადგილების შედეგად ტბის ფსკერიდან წამოიმართა კუნძული, რომელსაც სამოსირს უწოდებენ. კუნძულ სამოსირის ფართობი 647 კვადრატული კილომეტრია და სიდიდით სინგაპურის ფართობს უტოლდება.
[ჩარჩო 18 გვერდზე]
სამოთხისებური ადგილი
ტბა ტობა, სულ რაღაც, 300 კილომეტრითაა ეკვატორიდან დაშორებული, მაგრამ იქ საკმაოდ გრილა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს. ამ სამოთხისებურ ადგილას ბევრგან ხარობს შაქრის პალმა და სუმატრის ფიჭვი.
ტბა ტობა ბუნებრივი გამყოფი საზღვარია სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისთვის. მაგალითად, ორანგუტანი, თეთრხელა გიბონი და ჩრდილოეთ სუმატრის მაიმუნი ტბის ჩრდილოეთით ბინადრობს, ხოლო მალაიური ტაპირი, დასავლური გრძელტერფა და დასავლეთ ბორნეოს მაიმუნი — სამხრეთით.
-
-
ბატაკები მთის ხალხიგამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
[რუკები 16 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სუმატრა
ტბა ტობა
[საავტორო უფლება]
Based on NASA/Visible Earth imagery
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ტბა ტობას ხედი პუსუკ-ბუჰიტის მთის ფერდობიდან
[სურათი 18 გვერდზე]
ტბა ტობას ჩრდილოეთით მდებარე სიპისო-პისოს ჩანჩქერი, რომელიც 110 მეტრის სიმაღლიდან ეშვება
-