-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ისინი შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გამოცხადება 17:12—14).
-
-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მათი კურსი იმაზე მეტყველებს, რომ რქები დაუპირისპირდებიან კრავს, „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, რადგან იეჰოვას განზრახვის თანახმად მისი სამეფო იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მალე დღეს არსებული ყველა სამეფოს ადგილს დაიკავებს (დანიელი 7:13, 14; მათე 24:30; 25:31—33, 46).
14. როგორ შეებრძოლებიან მსოფლიო მმართველები კრავს და რა მოჰყვება ამას?
14 რა თქმა უნდა, მსოფლიო მმართველები იესოს ვერაფერს დააკლებენ; იესო ზეცაშია და მიუწვდომელია მათთვის. მაგრამ იესოს ძმები, ქალის შთამომავალთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი, ერთი შეხედვით უმწეონი ჩანან (გამოცხადება 12:17). ბევრი „რქა“ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს მათდამი და ამგვარად ებრძვის კრავს (მათე 25:40, 45). მალე ღვთის სამეფო „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“ (დანიელი 2:44). დედამიწის მეფეები კი ბოლომდე შეებრძოლებიან კრავს. ამ ბრძოლას მალე ვიხილავთ (გამოცხადება 19:11—21). როგორც დავინახეთ, ეს ერები ვერ გაიმარჯვებენ. მართალია, მათ და გაეროს, იგივე ალისფერ მხეცს, „ერთი აზრი“ აქვთ, მაგრამ ისინი ვერ დაამარცხებენ „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, ვერც „მოწოდებულებს, რჩეულებსა და ერთგულებს“, რომლებიც უკვე მასთან არიან და რომელთა რიცხვს ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები სულით ცხებული მიმდევრებიც მიეკუთვნებიან. ისინიც გაიმარჯვებენ, რადგან უმწიკვლობას შეინარჩუნებენ და პასუხს გასცემენ სატანის ცრუ ბრალდებებს (რომაელები 8:37—39; გამოცხადება 12:10, 11).
-